კვლევა

ჟურნალი ამირანი. 1999. ნომერი 1

ბრინჯაოს ქოროსი ნოქალაქევიდან

ავტორ(ებ)ი: ბესიკ ლორთქიფანიძე, ლევან მაყაშვილი

ეგრისის სამეფოს დედაქალაქ ციხეგოჯ-არქეოპოლისში გამოვლენილია ბრინჯაოს ჭაღის - ქოროსის ნაწილები: ორი გატეხილი დისკო, გაწყვეტილი ჯაჭვით. ისინი შეადგენენ ჭაღის ზედა და შუა ვერტიკალურ ნაწილებს. სამწუხაროდ, ქვედა, ყველაზე დიდი ზომის დისკო, რომელიც ჰორიზონტალურად იკიდებოდა, შემორჩენილი არ არის. აღნიშნული ქოროსი საგანგებოდ შეისწავლეს ვ. ლექვინაძემ და ლ. ხვედელიძემ. ჭაღის ორივე დისკოზე შემონახულია ბერძნული ასოები.



ჟურნალი ამირანი. 1999. ნომერი 1

საცხოვრისის ფენომენი კავკასიის პალეომეტალების ხანის კულტურათა სისტემაში

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურათა სისტემა, რომელიც თავისმხრივ ცირკუმპონტულ ზონაშიც ერთიანდება, თავისთავად მედიტერანული სამყაროს შემადგენელი ნაწილიცაა. ამრიგად, აღნიშნულ რეგიონში ეთნოგენეტური პროცესების კვლევა სცდება ვიწრო რეგიონალურ საზღვრებს და გლობალურ ხასიათს იძენს. აღნიშნული კუთხით კვლევის ჩატარება უცილობლად კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს, რამეთუ თავად ეთნოსი მრავალსახოვანი ფენომენია და ამდენად, მისი შესწავლა სხვაგვარად ცალმხრივობისა და ზედაპირულობისთვისაა განწირული.



ჟურნალი ამირანი. 1999. ნომერი 1

ქვემო ქართლის მტკვარ-არაქსის კულტურის ლოკალური თავისებურებანი

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ცქვიტინიძე

ქვემო და შიდა ქართლის მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლთა შორის არსებული ლოკალური განსხვავებები უკვე კარგა ხანია მეცნიერთა ყურადღებას იმსახურებს. მრავალ მკვლევარს აქვს შესწავლილი კავკასიის ადრე-ბრინჯაოს ხანის ეს ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი. ამ მხრივ, სტატიაში, ალბათ ახალი არაფერი იქნება ნათქვამი, ეს არის ყველა ამ თავისებურების შეძლებისდაგვარად თავმოყრის ცდა და ჩვენს მიერ შესწავლილი ძეგლების მასალებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ წარმოჩენა კავკასიის ადრელითონების ხანის არქეოლოგიის ამ ასპექტისა. ამჯერად განხილული იქნება მხოლოდ ქვემო და შიდა ქართლის ძეგლების ურთიერთდამოკიდებულების საკითხები.



ჟურნალი ამირანი. 2000. ნომერი 3

მ. ვ. ანდრეევას რეცენზიის გამო

ავტორ(ებ)ი: გიორგი ქავთარაძე

წერილი დაწერილია 1988 წელს. იგი წარმოადგენს პასუხს მ. ვ. ანდრეევას რეცენზიაზე, რომელიც დაიბეჭდა "სოვეტსკაია არხეოლოგიაში" (# 4, 1987, გვ. 273-283). ავტორისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განვლილ პერიოდში ვერ მოხერხდა წინამდებარე წერილის გამოქვეყნება მოსკოვისა და თბილისის სამეცნიერო ჟურნალებში.



Powered by bootstrapmade.com