კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9

დილემა კაცობრიობის წინაშე

ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია

არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ტირანი, როგორც მესია

ავტორ(ებ)ი: დოდონა კიზირია

მეოცე საუკუნის ტოტალიტარული სისტემების - განსაკუთრებით ევროპული ფაშიზმისა და საბჭოთა სოციალიზმის - ანალიზს მიეძღვნა არაერთი მეცნიერული ნაშრომი, რომლებშიც პირდაპირ ან იმპლიციტურად განიხილება ამ ორ პოლიტიკურ სისტემას შორის არსებული მსგავსება და სხვაობა. თუმცა მათი წარმოშობის ისტორიული მიზეზები, მათი იდეოლოგიური საფუძველი და ამ იდეოლოგიის განხორციელების მეთოდები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი იყო, როგორც ევროპის ქვეყნების ფაშიზმის, ასევე საბჭოთა სოციალიზმის კულტურულ დისკურსებს ახასიათებდა მითოლოგიური აზროვნებისა და რიტუალების კულტივირება, სიმბოლიკის იმგავრი სისტემის შექმნა, რომელიც მათ თელეოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებდა.



ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25

იდუმალი ლუბები

ავტორ(ებ)ი: არტემ ივანცოვი

უძველეს დროში მთელი მსოფლიო ერთ ენაზე მეტყველებდა. ჩვენ ვხვდებოდით ამას. ახლა კი დანამდვილებით ვიცით. ეს ქართველური ენა აღმოჩნდა. ამის შესახებ მხოლოდ ერთეულები თუ ხვდებოდნენ. ახლა ამის შესახებ უკვე დაზუსტებით ვიცით. ხალხს, რომელიც ქართველურ ენაზე ლაპარაკობდა ევროპაში, აფრიკაში და აზიაში, თავისი სახელი ჰქონდა. ამას ვერავინ ხვდებოდა და, თუკი ხვდებოდა, არ დაიჯერებდა, რომ ამ სახელის აღდგენა ათასწლეულების შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი. ახლა ის აღდგენილია. ეს ხალხია - ლუბები. მტკიცებულებები - ასეულობითაა მთელ მსოფლიოში. მთელი წინარეინდოევროპული მსოფლიო - ეს ქართველურენოვანი ლუბების მიწაა. მათგან წამოვიდა მთელი მსოფლიო ცივილიზაცია..



ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 30

ერი და მსოფლმხედველობა

ავტორ(ებ)ი: ნაპო კვარაცხელია

ერი ადამიანთა მოდგმის უნიკალური წარმონაქმნია და ამასთანავე კაცობრივი არსის ინდივიდუალური გამოვლინება. სწორედ ეს განსაზღვრავს მის მეტაფიზიკურ "ადგილს" სამყაროს ბუნებითსა და ადამიანურ წყობაში. არ არსებობს ამქვეყნად უფრო დიდი ღირებულება ვიდრე, ერად ყოფნის ღირებულება.



Powered by bootstrapmade.com