|
ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37 ავტორ(ებ)ი: გიორგი ლაღიაშვილი |
2021 წელს "საქართველოს უნივერსიტეტმა" გამოსცა ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და პროფესორის, ისტორიკოს მანანა სანაძის მონოგრაფია. წინამდებარე წერილი, განსახილველი ნაშრომის გამოცემიდან მალევე, იმავე 2021 წელს დაიწერა. თუმცა, მის გამოქვეყნებაზე დიდხანს ვფიქრობდი. ყოყმანის მიზეზი პირველ რიგში იყო ის, რომ არ მინდოდა სამეცნიერო საზოგადოებაში წარმოვჩენილიყავი, როგორც ჩასაფრებული პოზიციის მქონე სუბიექტი. |
|
ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37 კიდევ ერთხელ "თურქი-მესხების" პრობლემის შესახებ ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე |
ნაშრომში განხილულია 1991 წლის აგვისტოში "თურქი-მესხების" პრობლემის შესასწავლად ჩვენს მიერ მესხეთში სპეციალურად მოწყობილი ექსპედიციის, ამ პერიოდთან ახლოს აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ამასთან თანამედროვე მასალის საფუძველზე გაანალიზებული აღნიშნული პრობლემის წარმომშობი მიზეზები, მისი განვითარება და სამწუხარო შედეგები. |
|
ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37 ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი |
ეს სტატია ეძღვნება მამლუქთა სახელმწიფოს ისტორიას ახლო აღმოსავლეთში, ჩერქეზთა დინასტიის ბატონობის პერიოდში. ჩერქეზ მამლუქ-ბურჯების ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ჭირის ეპიდემიამ, ოქროს ურდოს მოსახლეობის ისლამიზაციის გამო თურქი მონების ნაკადის შემცირებამ და მამლუქ-ყიფჩაკებს შორის შიდა დაპირისპირებამ. |
|
ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37 ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი |
სტატია ეძღვნება ეთნიკურ ურთიერთობებს ჩრდილოეთ კავკასიაში XX საუკუნის მეორე ნახევარში და XXI საუკუნის დასაწყისში. ჩრდილო კავკასიის ყველაზე მშვიდი რეგიონები იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთი. იყო მეტოქეობა ყარაჩაელებსა და ჩერქეზებს შორის, მაგრამ ის არასოდეს გადაზრდილა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. |