კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25

შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა სოფელ ომალოდან

ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი, გიორგი ლაღიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადაზვერვო-არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობისას ჩვენი ყურადღება მიიპყრო სოფ. ომალოს ვიზიტორთა ცენტრში დაცულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთების საკმაოდ მდიდარმა კოლექციამ. ბუნებრივია, დავინტერესდით ამ მასალის წარმომავლობით. როგორც გაირკვა, იგი მოპოვებული ყოფილა სოფელ ზემო ომალოს მიდამოებში, განაღმითი სამუშაოებისას. ჩვენ შევძელით მეტ-ნაკლები სიზუსტით მოგვეხდინა იმ ადგილების ლოკალიზაცია, საიდანაც შემთხვევითი მონაპოვარი მასალა მომდინარეობს.



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

ზემო იმერეთის შუა და ზედა პალეოლითის ძეგლები

ავტორ(ებ)ი: მირანდა ლაბაძე

საქართველო მდებარეობს ევრაზიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და გავრცობილია კავკასიონის სამხრეთ კალთის შუა და დასავლეთ ნაწილში. მისი ტერიტორია, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გზასაყარია აზიასა და ევროპას შორის. ეს რეგიონი ბიოგეოგრაფიულირეფუგიუმი იყო, რომელიც შემორჩენილია ზედა პლეისტოცენის (130 000 წ. წინ) ეპოქიდან. რეგიონი წარმოადგენდა გეოგრაფიულ "ჩიხს", სადაც არეალის სიმცირის გამო სხვადასხვა კულტურები თანაარსებობდნენ.



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

დასავლეთ კავკასიის ნეოლითი

ავტორ(ებ)ი: ლამარა ნებიერიძე, ნიკოლოზ ცქვიტინიძე

ამ ბოლო დროს სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა მოსაზრებები კავკასიაში ნეოლითის არარსებობის შესახებ. ნაშრომის მიზანია, აჩვენოს რეალური მდგომარეობა დასავლეთ კავკასიის ნეოლითური ძეგლების განხილვის მაგალითზე.



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

2011 წლის ივნისის საველე არქეოლოგიური დაზვერვების ანგარიში

ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის არქეოლოგიური რაზმი, 2011 წლის 3-16 ივნისს, აგრძელებდა ”სახელმწიფოს სათავეებთთან კავკასიაში" პროექტით გათვალისწინებულ არქეოლოგიურ დაზვერვებს იორ-ალაზნის აუზში, არქეოლოგიური რუკის შესაქმნელად. იმავდროულად, ექსპედიციას ჰქონდა სასწავლო-შემეცნებითი ფუნქციაც, რადგან მასში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს საველე არქეოლოგიის საფუძვლების კურსი. ექსპედიციამ წარმატებით ჩაიარა. აღმოაჩინა და დააფიქსირა სხვადასხვა პერიოდის 43 ძეგლი (ნამოსახლარი, ყორღანული ველი, სამაროვანი და სხვა). ვიძლევით ძეგლების აღწერას და მათ კოორდინატებს.