|
ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24 თეთრამიწის ენეოლითური ნამოსახლარი ავტორ(ებ)ი: ნიკოლოზ ცქვიტინიძე |
თეთრამიწის ნამოსახლარი მდებარეობს ქუთაისის მიდამოში, მდ. რიონის მარჯვენა ნაპირის დიდი ზომის გორაზე, რომელსაც რამდენიმე ჰექტარი უკავია. თეთრამიწის სამოსახლოს ნაშთი საყურადღებო ძეგლია უპირველეს ყოვლისა იმ ნიმუშების გამო, რომლებიც აქ დადასტურდა. კოლექცია შეიცავს, როგორც პალეოლითურ, ასევე ნეოლითურ და ენელოითურ მასალასა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ ძეგლებს შორის, თეთრამიწის ნამოსახლარი ყველაზე გამორჩეულია, რადგან დღემდე გათხრილ "ღია" ტიპის ნამოსახლარებზე მხოლოდ თეთრამიწაზეა დადასტურებული პალეოლითური, ნეოლითური და ენეოლითური მასალა ერთად, რის გამოც თეთრამიწის კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალკომპონენტიანია. მოპოვებული მასალის ძირითადი ნაწილი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება, ხოლო კოლექციის ძალზე მცირე ნაწილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქვის ხანის ფონდში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოს "ღია" ტიპის ენეოლითური ნამოსახლარები შედარებით ცუდადაა შესწავლილი და ამ ტიპის მხოლოდ სამი ძეგლია გამოვლენილი. |
|
ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24 თრიალეთის კულტურის ლითონის ჭურჭლის ანალოგების შესახებ კერამიკულ პროდუქციაში ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი |
თრიალეთის კულტურას თავისებურ და გამორჩეულად ელიტურ ელფერს, სხვა მასალებთან ერთად ლითონის ჭურჭელიც ანიჭებს.მკვლევართა აზრით, თრიალეთის კულტურაში კერამიკასა და ოქრომჭედლობის ნიმუშებზე დეკორის ცალკეული დეტალების და ორნამენტული მოტივების მსგავსება იმის დასტურია, რომ ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი, დამოუკიდებელი მხატვრული კერა არსებობდა. თრიალეთის კულტურის მასალებთან დაკავშირებით ჩანს, რომ ამ ეპოქაში ადგილი ჰქონდა ლითონის ნაკეთობების ფორმების და ორნამენტის გამეორებას სხვა უფრო ადვილად მოსაპოვებელი მასალისაგან დამზადებულ ნივთებში. პრესტიჟული ნივთების მინაბაძების დამზადება პრეისტორიულ ეპოქაში ცნობილი მოვლენაა და მას უამრავი პარალელი აქვს. ლითონის არტეფაქტების სხვა მასალისგან დამზადებულ ნაკეთობებთან მსგავსების ფაქტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე რელატიური ქრონოლოგიის საკითხების განხილვისას. რადგანაც ასეთი მსგავსება ცალკეულ ძეგლებს შორის მათ ქრონოლოგიურ სიახლოვეზე უნდა მიუთითებდეს. |
|
ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23 ნაფიჩხოვო და კურზუ - ეგრისის სამეფოს პერიოდის ორი ახალი ციხე ჩხოროწყუს და მარტვილის რაიონებიდან ავტორ(ებ)ი: ნიკო მურღულია |
| < 2010 წლის გაზაფხულზე ბრიტანული სამეცნიერო ფონდის ”FaRiG”-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შესწავლილ იქნა სამეგრელოს რეგიონში მდებარე, სამეცნიერო წრეებისათვის სრულიად უცნობი ორი ახალი ციხე, ნაფიჩხოვო და კურზუ. |
|
ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23 უნიკალური ხის ჭურჭელი ცივას ნამოსახლარიდან ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, რევაზ კვირკვაია |
გასული საუკუნის 40-იანი წლების შუა ხანებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის კოლხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნინო ხოშტარია) სტაციონალური არქელოგიური გათხრებით შეისწავლა ცივას (ცივის) ნამოსახლარი. ცივას მასალებთან ერთად აღმოჩნდა ერთი ძალზე საყურადღებო ხის ჭურჭელი, რომელიც საინვენტარო დავთარში და ამ ძეგლის შესახებ გამოცემულ სტატიაში არ იხსენიება. |