კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ადრებრინჯაოს ხანის კოლექტიური გორასამარხები ივრისპირებიდან

ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი

მდ. ივრის ზეგანზე კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ დღემდე გამოვლენილი და შესწავლილია ადრეული, მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი, ერთ ათეულამდე გორასამარხი. ნაწილი გამოქვეყნებულია (მაშნაარი I და II, ზეიანის # 2), ნაწილი კი დღემდე გამოუქვეყნებელია. სამარხები იმითაცაა საინტერესო, რომ ყველა კოლექტიურია. ზოგ მათგანში ექვს ათეულამდე ადამიანია დაკრძალული. ამჯერად განხილული იქნება კაჭრეთის # 3, ოლეს (სოფ. მაღარო, სიღნაღის რ-ნი) და ტარიბანას # 1 გორა-სამარხები.



ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

თრიალეთის კულტურის ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხისათვის

ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი

ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხი თრიალეთის კულტურის აღმოჩენასთან ერთად წარმოიშვა და დღემდე ერთ-ერთ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემად რჩება. ამ კულტურის აღმომჩენი პროფ. ბ. კუფტინი ჯერ კიდევ XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში მიუთითებდა თრიალეთის გორასამარხებში აღმოჩენილი ცალკეული არტეფაქტების მსგავსებაზე კრეტის და კონტინენტური საბერძნეთის ბრინჯაოს ხანის მასალებთან.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

ნოქალაქევი-არქეოპოლისის გამაგრების სისტემა

ავტორ(ებ)ი: ნიკო მურღულია

VI საუკუნის ბიზანტიურ საისტორიო მწერლობაში (იუსტინიანეს"ნოველა", პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი) ლაზიკაში წარმოებული ბიზანტია-ირანის ბრძოლების აღწერისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ლაზიკის ქალაქ არქეოპოლისს, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში სენაკის რ-ნში, სოფელ ნოქალაქევში გამოვლენილ IV-VI სს-ით დათარიღებულ ნაქალაქართან არის გაიგივებული და ქართულ წერილობით წყაროებში ციხე-გოჯად იწოდება.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

რომაული სარკე მცხეთის 905-ე აკლდამიდან

ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა

სარკეები ფრიად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტებია. ისინი მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ანტიკური ეპოქის საზოგადოების გემოვნების, მხატვრული ხელოსნობის და საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.