კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

1919-2019 წლებში მოწყობილი არქეოლოგიური ექსპოზიციები

ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პერიოდულად აწყობდა თემატურ, სხვადასხვა მოვლენებთან ან საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებულ გამოფენებს. მეცნიერების განვითარების, ცოდნის, მასალის დაგროვების გარკვეულ ეტაპზე აუცილებელი ხდებოდა არსებული ექსპოზიციების რეკონსტრუქცია. ყოველი ახალი ეტაპი მოითხოვდა თანამედროვეობასთან შესაბამის მიდგომას როგორც შინაარსის, ისე მხატვრული გადაწყვეტის მხრივ. ყველა ექსპოზიცია რადიკალურად განსხვავებული იყო, რადგან მათი მიზნის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს არსებული იდეოლოგიური ფონი ასარულებდა. ამიტომ ექსპოზიციების საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ამა თუ იმ პერიოდში რა საზოგადოებრივი დაკვეთა არსებობდა.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 34

დასავლეთ საქართველოს ენეოლითურ და პროტოკოლხურ კულტურათა ურთიერთმიმართების საკითხისათვის

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

დასავლეთ ამიერკავკასიაში გავრცელებული ენეოლითური კულტურა ძირითადად თავმოყრილია რიონ-ყვირილას აუზში და ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში. ისინი განლაგებულია პლატოებზე, მდინარეთა ხეობებში, კოლხეთის დაბლობის გარემომცველ ბორცვოვან ზოლში, ბუნებრივ შემაღლებებსა და მაღალმთიან ადგილებში. გამონაკლისს წარმოადგენს თვით კოლხეთის დაბლობი, სადაც იმ პერიოდში გეოკლიმატური პირობები გამორიცხავდა ადამიანთა დასახლების შესაძლებლობას.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 35

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალლეს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის მიერ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, 2021 წელს ჩატარებული ერთობლივი არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში

ავტორ(ებ)ი: სიმონე არნჰოლდი, პაატა ბუხრაშვილი, ფელიქს ბლოხერი, ზურაბ ცქვიტინიძე შორენა დავითაშვილი

2021 წელს გაერთიანებულმა ქართულ-გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხრითი სამუშაოები განაახლადედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფ. სამრეკლოს მახლობლად მდებარე ე. წ. "საყარაულო სერზე" და მთა "ნაზარლებზე" წინა წლებში გამოვლენილი სამლოცველოს შესასწავლად.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 35

ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალები თუშეთიდან

ავტორ(ებ)ი: გიორგი ლაღიაშვილი

წინამდებარე სტატიაში განხილულია სოფელ ქვემო ომალოში 2012 წელს შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა.



Powered by bootstrapmade.com