კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16

ხის სახვნელი იარაღები ყულევის ნამოსახლარიდან

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, ნუგზარ პაპუაშვილი

კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე შესწავლილ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლებს შორის თავისი უნიკალური აღმოჩენების მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უნდა მიეკუთვნოს ყულევის ნამოსახლარს (ყოფილი # 2 უბანი), რომელიც მდებარეობს ხობის რაიონში, უშუალოდ მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვიდან 200-300 მეტრის დაშორებით.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

ერთი არქეოლოგიური ნივთის მნიშვნელობის განსაზღვრისთვის

ავტორ(ებ)ი: ნათია გურასპაშვილი

ბევრს აინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტოქტონური მოსახლეობა იყო, თუ ხდებოდა გადასახლება ერთი სამოსახლოდან მეორეზე?! ალბათ გვექნებოდა კავშირი მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებთან. მოყვანილი მაგალითიც სწორედ ამ კავშირების ძიებას წარმოადგენს. ეს ის საკითხია, რომელიც საინტერესოა და რომლის კვლევაც მომავლის პერსპექტივაა.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

რომაული ფალერა კლდეეთიდან

ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა

რომის იმპერიისა და კოლხეთის ურთიერთობის შესახებ წერილობითი წყაროები საკმაოდ მწირია. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არქეოლოგიურად გამოვლენილ სამარხეულ ძეგლებასც. სწორედ, დაკრძალვის წესსა და სამარხეულ ინვენტარში მკაფიოდ აისახება საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა, მისი პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციები. ამ მხრივ ინტერესს იწვევს კლდეეთის სამაროვანი, სადაც მეტ-ნაკლებად ასახულია კოლხეთ-რომის სამხედრო-პოლიტიკური თუ კულტურული კონტაქტები.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების მეორადი ცენტრები კოლხეთის დაბლობზე

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

კოლხეთის დაბლობზე ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან საფუძველი ეყრება ბრინჯაოს მეორად მეტალურგიულ წარმოებას და ძვ. წ. II ათასწლეულის განმავლობაში განვითარების მაღალ საფეხურს აღწევს.