კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ადრებრინჯაოს ხანის კოლექტიური გორასამარხები ივრისპირებიდან

ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი

მდ. ივრის ზეგანზე კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ დღემდე გამოვლენილი და შესწავლილია ადრეული, მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი, ერთ ათეულამდე გორასამარხი. ნაწილი გამოქვეყნებულია (მაშნაარი I და II, ზეიანის # 2), ნაწილი კი დღემდე გამოუქვეყნებელია. სამარხები იმითაცაა საინტერესო, რომ ყველა კოლექტიურია. ზოგ მათგანში ექვს ათეულამდე ადამიანია დაკრძალული. ამჯერად განხილული იქნება კაჭრეთის # 3, ოლეს (სოფ. მაღარო, სიღნაღის რ-ნი) და ტარიბანას # 1 გორა-სამარხები.



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

უნიკალური ხის ჭურჭელი ცივას ნამოსახლარიდან

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, რევაზ კვირკვაია

გასული საუკუნის 40-იანი წლების შუა ხანებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის კოლხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნინო ხოშტარია) სტაციონალური არქელოგიური გათხრებით შეისწავლა ცივას (ცივის) ნამოსახლარი. ცივას მასალებთან ერთად აღმოჩნდა ერთი ძალზე საყურადღებო ხის ჭურჭელი, რომელიც საინვენტარო დავთარში და ამ ძეგლის შესახებ გამოცემულ სტატიაში არ იხსენიება.



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

ნაფიჩხოვო და კურზუ - ეგრისის სამეფოს პერიოდის ორი ახალი ციხე ჩხოროწყუს და მარტვილის რაიონებიდან

ავტორ(ებ)ი: ნიკო მურღულია

<

2010 წლის გაზაფხულზე ბრიტანული სამეცნიერო ფონდის ”FaRiG”-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შესწავლილ იქნა სამეგრელოს რეგიონში მდებარე, სამეცნიერო წრეებისათვის სრულიად უცნობი ორი ახალი ციხე, ნაფიჩხოვო და კურზუ.



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

თრიალეთის კულტურის ლითონის ჭურჭლის ანალოგების შესახებ კერამიკულ პროდუქციაში

ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი

თრიალეთის კულტურას თავისებურ და გამორჩეულად ელიტურ ელფერს, სხვა მასალებთან ერთად ლითონის ჭურჭელიც ანიჭებს.მკვლევართა აზრით, თრიალეთის კულტურაში კერამიკასა და ოქრომჭედლობის ნიმუშებზე დეკორის ცალკეული დეტალების და ორნამენტული მოტივების მსგავსება იმის დასტურია, რომ ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი, დამოუკიდებელი მხატვრული კერა არსებობდა. თრიალეთის კულტურის მასალებთან დაკავშირებით ჩანს, რომ ამ ეპოქაში ადგილი ჰქონდა ლითონის ნაკეთობების ფორმების და ორნამენტის გამეორებას სხვა უფრო ადვილად მოსაპოვებელი მასალისაგან დამზადებულ ნივთებში. პრესტიჟული ნივთების მინაბაძების დამზადება პრეისტორიულ ეპოქაში ცნობილი მოვლენაა და მას უამრავი პარალელი აქვს. ლითონის არტეფაქტების სხვა მასალისგან დამზადებულ ნაკეთობებთან მსგავსების ფაქტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე რელატიური ქრონოლოგიის საკითხების განხილვისას. რადგანაც ასეთი მსგავსება ცალკეულ ძეგლებს შორის მათ ქრონოლოგიურ სიახლოვეზე უნდა მიუთითებდეს.



Powered by bootstrapmade.com