კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

"დიდი კოლხური ცივილიზაცია" და აიეტის ქვეყნის შესაძლო სახელმწიფო ენა

ავტორ(ებ)ი: ტარიელ ფუტკარაძე

არქეოლოგთა თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ჭოროხის ხეობასა

არქეოლოგთა თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ჭოროხის ხეობასა და მტკვრის ზემო წელში უკვე დასტურდება კოლხური კულტურის ელემენტები; მაგ., ყარსის მუზეუმში დაცულია ისტორიული ტაოსა და არტაანის ტერიტორიაზე ნაპოვნი II ათასწლეულის შუა პერიოდის კოლხური ცივილიზაციის ნიმუშები...



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

თეოდორიტე კვირელის სახელით ცნობილი ერთი დოგმატიკური ძეგლი

ავტორ(ებ)ი: კახა ოღაძე

ქრისტიანული ეკლესიის იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც მოღვაწეობდნენ V ს-ში, ღმრთისმეტყველებაში თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია თეოდორიტე კვირელს (დაახ. 393-457 წ.წ.). იგი დაიბადა ანტიოქიაში, სადაც მან ჩინებული განათლება მიიღო. ჩვენთვის უცნობია თუ ვინ იყო მისი მასწავლებელი, მაგრამ ცნობილია ის, რომ მასზე დიდ გავლენას ახდენდა დედა. ნეტარი თეოდორიტე ადრევე მიაბარეს წმ. ევპრერიას მონასტერში, სადაც იგი მედავითნის ფუნქციას ასრულებდა.



ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10

ასურელი მამები და გარემომცველი ბუნება

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში ასურელ მამათა ურთიერთობა მათ გარემომცველ ბუნებასთან, ჩვეულებრივ, მეორეხარისხოვან ადგილსაც არ იმსახურებს. ცხოვრების აღმწერთათვის უფრო მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა, რამდენად ზრუნავს უფალი მის მოსავთა მიმართ, როცა ირმებისა თუ ფრინველის საშუალებით უგზავნის ხორციელ საზრდოს; ანდა რამდენად ძლიერია დაყუდებულ მამათა სიწმინდე, რომ მათ წინაშე მორჩილ იქმნებიან ველური მხეცნიც კი.



ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10

"ქმრის" აღმნიშვნელი ტერმინები სპარსულ ენაში

ავტორ(ებ)ი: ქეთევან კიკვიძე

სპარსული ტექსტების თანახმად, ქორწინებას მფრაველობდა ყოვლისშემძლე ღმერთი. ზარათუშთრას შეკითხვაზე, თუ რას მოაქვს ქვეყანაზე ბედნიერება, აჰურამაზდა პასუხობს: კეთილშობილი კაცი უნდა ცხოვრობდეს თავისი ხელით აშენებულ მშვენიერ სახლში, სადაც იქნება ცეცხლი, საქონელი, ცოლი და ბავშვები.



Powered by bootstrapmade.com