კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

ძაღლკაცები" ხეთურ ლურსმულ ტექსტებში

ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი

მგელ-ძაღლის კულტის არსებობა სხვადასხვა ხალხში უძველესი დროიდან დასტურდება. მგელ-ძაღლი დაკავშირებული იყო მამაკაცთა გაერთიანების სიმბოლიკასთან და მითოლოგიასთან. ასეთივე წარმოდგენა არსებობდა მცირე აზიაშიც - ხეთებშიც, რომელთა რიტუალების ძირითადი მონაწილენი იყვნენ "მგელკაცები" და "ძაღლკაცები". ამ ტერმინებში მოიაზრებიან ის ადამიანები, რომლებიც ცხოველის ნიღბებს ატარებდნენ და ღმერთებს ესაუბრებოდნენ.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13

ერთი ხელნაწერის წარმომავლობისათვის

ავტორ(ებ)ი: თამარ ცოფურაშვილი

431 წელს ეფესოში ჩატარდა III მსოფლიო კრება, რომელმაც განკვეთა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი და მისი მოძღვრება მწვალებლობად გამოაცხადა. ამ მოვლენას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირება ანტიოქიურ და ალექსანდრიულ ეკლესიებს შორის, რომელიც ზემოხსენებული კრებით დაგვირგვინდა. კირილე ალექსანდრიელი, თეოდოტი ანკვირელი, პროკლე კიზიკიელი, თეოდორიტე კვირელი და თავად ნესტორი- აი, იმ საეკლესიო მოღვაწეთა არასრული სია, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ეფესოს კრებასთან დაკავშირებულ მოვლენებში და, რომელთა თხზულებებმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიო ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13

კირილე ალექსანდრიელის "ცხოვრებები" ქართულ ხელნაწერებში

ავტორ(ებ)ი: თამარ ცოფურაშვილი

კირილე ალექსანდრიელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საეკლესიო ისტორიაში. მან მეტად საინტერესო ცხოვრებისეული გზა განვლო, რომელმაც ალექსანდრიის პატრიარქის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ მხრივ განსკუთრებით აღსანიშნავია მისი დაპირისპირება კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნესტორთან, რაც ეფესოს III მსოფლიო კრებით დამთავრდა.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

ენობრივი სიტუიციის სინქრონიული და დიაქრონიული ასპექტები

ავტორ(ებ)ი: ტარიელ სიხარულიძე

ენობრივი სიტუაცია სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, რომელიც ასახავს განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სივრცეში ენათა სტატუსებს, მათ ფუნქციურ დატვირთვას, მდგომარეობას, გეოგრაფიულ გავრცელებას... ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი მასალის საფუძველზე განიხილება ენობრივი სიტუაციის სინქრონიული და დიაქრონიული ასპექტები საქართველოში. წარმოჩენილია ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის შესწავლის მიზანშეწონილობა "ისტორიული პარადიგმების ცვლილებების" ეპოქაში.



Powered by bootstrapmade.com