კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

ათონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი და ლაზარეს ანდერძი გალესიოსის მთიდან

ავტორ(ებ)ი: ხათუნა თოდაძე

ათონის მთაზე პირველი ქრისტიანი მოწესეები VIII-IX საუკუნეებიდან ჩანან. X საუკუნის ბოლოსათვის იქ ბერძნული მონასტრების ცენტრმაც გადაინაცვლა. X საუკუნის მეორე ნახევრიდან ბიზანტიის სახელმწიფოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო წრეებში ქართველები მრავლად გამოჩნდნენ. რასაკვირველია, მათ ათონზეც დაიწყეს დამკვიდრება. თავდაპირველად ბერძენთა სადგომს შეაფარეს თავი.



ჟურნალი ამირანი. 2019. ნომერი 32

ისმირიქა - ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიის პოლიტიკური გაერთიანება

ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი

ამ სტატიაში განვიხილავთ ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ პუნქტს - ესაა ისმირიქა. განსაკუთრებით საყურადღებოა ისმირიქას ხელშეკრულება, რომელიც ხეთების მეფემ დადო ისმირიქას ხალხთან. ისმირიქას ხელშეკრულების ტექსტები და ფრაგმენტები დაცულია ბოღაზქოის არქივში.



ჟურნალი ამირანი. 2025. ნომერი 40

ცრემლიანი გზა. ასურელთა ემიგრაცია XIX-XXI სს-ში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ახალი და უახლესი ისტორიის ბოლო პერიოდები (XIX-XXI ს.ს-ები), ასურელი ხალხის ცხოვრებაში დიდი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ხანაა.



ჟურნალი ამირანი. 2025. ნომერი 41

მეომარი სუპერგმირები, როგორც ეროვნული სიმბოლოები: ამირანი და წმინდა გიორგი

ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი

თეთრი გიორგი და ამირანი მამაკაცი მეომრის იდეალიზაციებს წარმოადგენენ, თუმცა მრავალი თვალსაზრისით ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ქვემოთ განვიხილავთ გიორგისა და ამირანის წარმოდგენებს შუა საუკუნეების ქართულ ელიტურ კულტურასა და ხალხურ რელიგიაში, სანამ დავუბრუნდები დებატებს იმის შესახებ, თუ რომელი იქნებოდა ამ ორიდან ყველაზე შესაფერისი, როგორც ახლადშექმნილი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო.



Powered by bootstrapmade.com