ჟურნალი ამირანი. 2025. ნომერი 40 ნერწყვის გამოყენება ხეთურ რიტუალებში და პარალელები ძველ ქართულ სამყაროსთან ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი |
ხეთური ლურსმნული ტექსტები, განსაკუთრებით შელოცვები და რიტუალები გამორჩეულია სხვადასხვა რიტუალური მოქმედებებით. ჩვენ ამ შემთხვევაში ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ნერწყვის/ფურთხის გამოყენებაზე გადაფურთხების, ჩაფურთხების, შეფურთხების, დაფურთხების სახით. |
ჟურნალი ამირანი. 2025. ნომერი 40 ქართველური ელემენტები ოსთა ძველ ანთროპონიმიაში ავტორ(ებ)ი: ომარ ბეგოიძე |
თანამედროვე ოსური ანთროპონიმიკონი რადიკალურად განსხვავდება ძველისგან და ბევრი პირსახელი დღესდღეობით აღარ ფიქსირდება, თუმცა მათი იდენტიფიცირება შეიძლება არა მხოლოდ საარქივო დოკუმენტებში, არამედ გვარსახელებში, რომელთა დიდი უმრავლესობა ეპონიმურია (საკუთარი ან შერქმეული სახელიდან ნაწარმოები) და ასევე ტოპონიმებში. ეს ეხება მათ შორის ქართველური წარმომავლობის ოსურ ანთროპონიმებსაც. ოსური ანთროპონიმიკონის ქართული წარმოშობის საკუთარი სახელები ფორმდება სხვადასხვა ქართული ფორმანტით. |