კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2000. ნომერი 3

საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის საკითხისათვის

ავტორ(ებ)ი: ნატა ახმეტელი

მკვლევართა ყურადღებას დიდი ხანია იპყრობს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის წარმოშობის საკითხი. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ ამიერკავკასია გამოირჩევა როგორც ველური, ისე კულტურული და მათ შორის გარდამავალი ფორმების ვაზის მრავალფეროვნებით. ამიტომ რეგიონი ვაზის მოშინაურებისა და კულტივირების ერთ-ერთ უძველეს კერად ითვლება სამხრეთ-დასავლეთ წინააზიურ არეალთან ერთად.



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 6

ლიჩენიში - ძეობა ჰადიშის (ზემო სვანეთი) თემში

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

სვანური ეთნოგრაფიული მასალის თანახმად, ყოველი სვანური საკულტო ნაგებობა, რომელსაც მოგვიანო პერიოდში ამ მხარეში ქრისტეს რწმენის გავრცელების შემდეგ ამა თუ იმ წმინდანის სახელი შეერქვა, ერთი ან რამოდენიმე გვარისაგან შემდგარი სვანური თემის უზენაესი მფარველი იყო; ამ თემში შემავალი მეთემენი კი, თავის მხრივ, ამა თუ იმ სათემო ღვთაების "კაცებად", სვანურად - "მარალ" იწოდებოდნენ.



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 6

ეთნომედიცინის საკითხისათვის იმერეთში

ავტორ(ებ)ი: ლელა ნებიერიძე

იმერეთში, საველე მუშაობის დროს, ჩვენი ყურადღება მიიქცია დაავადებამ, რომელიც იხსენიება "უჟმურის" სახელწოდებით. ეს დაავადება ცნობილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და თავისი სპეციფიკური ბუნებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და იწვევს მკვლევერთა შორის. პირველ რიგში, წარმოვადგენთ ჩვენს მიერ მოძიებულ მასალას, დაჯგუფებულს თემატური პრინციპით...



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 7

რეალური და წარმოსახვითი ფეოდალიზმი საქართველოს მთიანეთში

ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი

I. INTRODUCTION. During the 8th-9th centuries, a system of land tenure and political organization that has been described as "feudal" arose in the Transcaucasus. As in Western Europe, Georgian feudalism was characterized by (1) the hierarchical and personal relation between vassal and lord (geo.: პატრონყმობა), with the former rendering homage (შეწყალება) to the latter; (2) the conditional ownership of land in the form of fiefs (geo.: მამული, საკარგავი) [Charachidzé 1971: 16-21]. On the periphery of the medieval Georgian feudal states, centered in the more heavily-populated lowlands, are the mountain provinces of Pxovi (Pshav-Xevsureti) and Svaneti.



Powered by bootstrapmade.com