კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9

საცხოვრისის ფენომენის ადგილის განსაზღვრისათვის ქართველი ერის ყოფასა და კულტურაში ძველად (მონოგრაფია)

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

ქართველი ერის (და ზოგადად კავკასიელ ერთა) მატერიალური და სულიერი კულტურის შესწავლის ისტორია, საბედნიეროდ, ასწლეულებს სწვდება. ჩვენს ხელთაა უმდიდრესი სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც წინამორბედთა თავდაუზოგავი შრომითა და დიდი რუდუნებითაა შექმნილი. განსაკუთრებული ეტაპი ქართულ ისტორიოგრაფიაში XX საუკუნის 30-აიანი წლებიდან დგება, როცა შექმნილი პოლიტიკური და იდეოლოგიური ვითარების პირობებში შემუშავდა და დაინერგა რიგი საკვალიფიკაციო სტეროეტიპებისა, რომელთა ფონზეც ხდებოდა ქართველი ერის (და ზოგადად ერის) ისტორიის და კულტურის შესწავლა - გასიგრძეგანება.



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9

ქრისტიანული სახისმეტყველების უძველესი პლასტები ინგილოურ ზეპირსიტყვიერებასა და ორნამენტიკაში

ავტორ(ებ)ი: მაია ბარიხაშვილი

ჰერეთი, საქართველოს ძირძველი კუთხე, 1921 წლიდან შევიდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში და სამ ადმინისტრაციულ რაიონად დაიყო: (კახის, ზაქათალის და ბელაქნის). საქართველოს ძირძველი კუთხე დღეს საინგილოს სახელით არის ცნობილი. საინგილო მას შემდეგ დაერქვა, როცა შაჰ-აბასი შემოესია საქართველოს. კახეთიდან ორასი ათასი ქართველი გადაასახლა ფერეიდანში, ამ დროს ჰერეთის მოსახლეობის ნაწილი გაამაჰმადიანა და გამაჰმადიანებულ ქართველებს "იენგილოვ", "იენგილარ" უწოდა, რაც მათ ენაზე ნიშნავს ახლად მორჯულებულებს.



ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10

ბრინჯაოს ხანის "დროშები" და ხევისბრის ინსიგნიები ზემო ზგიდიდან (დიგორიდან)

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

ბერლინის (გერმანია) წინარე და ძველი ისტორიის მუზეუმში დაცულ სიძველეთა ცნობილი კოლექციებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კავკასიური წარმომავლობის კოლექციებსაც. ერთ-ერთი ასეთი კოლექციის შემადგენელი ნივთები მოპოვებულია, ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში (1882-1902 წ.წ.), ცნობილი მკვლევარის რუდოლფ ფონ ვირხოვის მიერ. იგი კავკასიაში ჩამოვიდა 1881 წელს, რუსეთის V არქეოლოგიურ კონგრესზე და დაინტერესდა ჩვენი მხარით; სადაც მან აწარმოვა კიდეც არქეოლოგიურ-საკვლევაძიებო სამუშაოები. მან ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები ყობანში, ყაზბეგთან, ყალაქენტთან, ყარაბახში...



ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10

სწავლა-განათლების კერები და ტრადიციული დღესასწაულები საინგილოში

ავტორ(ებ)ი: მაია ბარიხაშვილი

ძველი საისტორიო მწერლობა მწირ ცნობებს იძლევა საინგილოს შესახებ. განსაკუთრებით, ეს შეეხება სწავლა-განათლების საქმეს ამ კუთხეში; მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის სიმცირის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი გარკვეული შთაბეჭდილება შეგვექმნას ამ საკითხის ირგვლივ.



Powered by bootstrapmade.com