კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17

ბროწეულის სიმბოლოს შესწავლის საკითხისათვის

ავტორ(ებ)ი: მარიკა მშვილდაძე, ქეთევან დიღმელაშვილი

ბროწეული ნაყოფიერების, უკვდავებისა და განახლების სიმბოლო, რომელიც გავრცელებული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხებში, ჩვენი აზრით, ქრისტიანულ რელიგიაში უნდა შესულიყო ერთის მხრივ, ძველი აღთქმის, ხოლო მეორეს მხრივ, ელინურ-რომაული სამყაროს გავლენით.



ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17

საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი სოფელ ხიზაბავრაში

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ქუქჩიშვილი

ქვეყნის, ხალხის, ქალაქისა თუ სოფლის კულტურული დონის შესახებ მსჯელობას ყოველთვის იწყებენ მისი გარეგნული იერსახიდან გამომდინარე. ნებისმიერს, ვინც პირველად მოხვდება უცნობ ადგილებში, პირველ რიგში თვალში ეცემა მიწისზედა ნაგებობათა სიმდიდრე-მორთულობანი. ჩვენს ნაშრომში გვინდა ზოგადად წარმოვაჩინოთ სოფელ ხიზაბავრაში გავრცელებულ საცხოვრებელ ნაგებობათა ნაირსახეობანი.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16

ინსტიტუტის ფონოარქივიდან

ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი, პაატა ბუხრაშვილი

სოფ. ფუტიეთი. ამბროლაურის რაიონი. 2 ივლისი 2000 წ. ინტერვიუ ადგილობრივ მცხოვრებლებთან.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

თაბასარანელთა რელიგიური სინკრეტიზმისათვის

ავტორ(ებ)ი: თამარ ეგეტაშვილი

თაბასარანელები ცხოვრობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ დაღესტანში, მდ. ღუბასას წელზე. მათი ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ნახურ-დაღესტნური შტოს ლეზგიურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება. თაბასარანი ხალხში ცნობილა როგორც ტაბარს-ტან, რაც "მთიან მხარეს" ნიშნავს.
მოსახლეობის ტრადიციულ რწმენა წარმოდგენებში (ისლამამდელი) განსაკუთრებული ადგილი აგრარულ კულტებს უკავია. ამჯერად ჩვენი ყურადღება შევაჩერეთ თაბასარანელების ყოფაში დადასტურებულ წმინდა მახვილის კულტზე.