კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

"ხელწმინდა კაცები" - ხევისბრები

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჩინჩალაძე

ხევისბერი, სიტყვასიტყვით "ხევის" - მცირე ადმინისტრაციული ერთეულის (სოფელი, თემი) მეთაურს - უხუცესს ნიშნავს. ქართულ სინამდვილეში სოფელი, ტრადიციულად სისხლით მონათესავეთა მონოგენური, ანუ საგვარეულო დასახლებაა, რომლებიც მცირე მონათესავე ერთეულებად - ქვეგვარებად იყოფოდნენ (პატრონიმიები) და კომლებად - დიდ ოჯახებად ცხოვრობდნენ.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ნაციონალური სიმბოლოების როლი XX საუკუნის 10-იანი წლების ქართულ ერთობაში

ავტორ(ებ)ი: ნატო სონღულაშვილი

XX საუკუნის 10-იანი წლები ერთ-ერთი რთული მონაკვეთია საქართველოს ისტორიაში. ეს არის პერიოდი, როდესაც ქართული ერთობის კონსოლიდაციის პროცესი განვითარების ახალ სტადიაზე გადადის. ქართული ერთობის ჰომოგენიზაციის ანუ გაერთგვაროვნების პროცესში ისტორიული წარსულის, ტრადიციების, წესჩვეულებების პროპაგანდასთან ერთად აქტუალური ხდება ე.წ. ნაციონალური სიმბოლოები, ნაციონალური იდეალები, რომელთა აქტუალიზაცია განსაკუთრებული ინტენსივობით იწყება XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში.



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი - ბოხჩა

ავტორ(ებ)ი: გულიკო კვანტიძე

საოჯახო ნივთებს შორის, ყურადღებას იქცევს, ერთი საინტერესო საფეიქრო ნაწარმი - ბოხჩა. ის ძველად კავკასიასა და შესაძლოა მახლობელი აღმოსავლეთის ხალხებისათვის თანამედროვე ჩანთის ფუნქციას ასრულებდა. ბოხჩას დღეს აღარავინ ხმარობს და დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, მაგრამ მისი ხმარება XX საუკუნის პირველი ნახევარშიც დასტურდება თბილისში.



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

ქართველი ავარელები პოსტსაბჭოთა პერიოდში

ავტორ(ებ)ი: აიდა მირმაქსუმოვა

ნაშრომში გაანალიზაბულია ყვარლის რაიონში, სოფელ ტივში მცხოვრები ავარელების თანამედროვე ყოფა-ცხოვრება, ადათ-წესები, სამზარეულო...



Powered by bootstrapmade.com