|
ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21 გერმანია 1914 წლის ქართული პრესის ფურცლებზე ავტორ(ებ)ი: მაია მაჭავარიანი |
ჩვენი კვლევის ობიექტი — არის შეფასება 1914 წლის ქართული პრესის იმ მასალებისა, რომლებშიც გაშუქებულია I მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე გერმანიის, როგორც ომის ერთ-ერთი წამომწყები ქვეყნის ისტორიული წარსული, მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო მდგომარეობა და მათგან გამომდინარე საერთაშორისო პროცესები. ამ შეფასებებზე დაყრდნობით თავად ქართული პრესის ანალიზი და მისი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. |
|
ჟურნალი ამირანი. 2015. ნომერი 27 ეროვნული მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე |
1970-ანი წლებიდან განსაკუთრებით გაძლიერდა დისიდენტური მოძრაობა საქართველოში, რომელმაც იკისრა მოსახლეობისათვის სამართლის თქმის გზით თვალი აეხილა სახელმწიფოში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, გამეფებულ უკანონობას, სიყალბისა და უზნეობის ატმოსფეროზე, რომელიც ჩვენს სამშობლოს, საქართველოს უფსკრულისაკენ მიაქანებდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაციები საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებზე, აგრეთვე კულტურის ძეგლების განადგურებისა და ქართულ ეკლესიაში ფეხმოკიდებულ დანაშაულობათა შესახებ. დიდი ყურადღება ექცეოდა ქვეყნის განათლებისა და სახელმწიფო სტრუქტურებში თუ კულტურის სფეროში გამეფებული რუსიფიკაციის მხილებას. |
|
ჟურნალი ამირანი. 2015. ნომერი 27 ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი |
სტატია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ნიკო მარის დაბადებიდან 150 წლისთავს |
|
ჟურნალი ამირანი. 2015. ნომერი 26 ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ისტორიისათვის ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
ვაცნობიერებთ რა, სხვა დარგების მსგავსად, ბოლო 10 წლის მანძილზე, ქართულ მეცნიერებაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას, ვაცნობიერებთ რა, რომ საქართველოში შექმნილი უმძიმესი სოციალ-ეკონომიური მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან ინტენსიურად გაედინებიან წამყვანი ინტელექტუალური ძალები, რომელნიც საზღვარგარეთ, არც თუ ისე იშვიათად, თავის და ოჯახთა რჩენის მიზნით, მათი მაღალი კვალიფიკაციისა და ცენზისათვის სავსებით შეუფერებელი სამუშაოთი არიან დაკავებული, ვაცნობიერებთ რა იმ სავალალო ფაქტს, რომ თანამედროვე საქართველოში ახალგაზრდების მარტოოდენ მიზერული ნაწილი ირჩევს თავის სამოღვაწეო ასპარეზად მეცნიერების ამა თუ იმ დარგს, მიზანშეწონილად და აუცილებლად ჩავთვალეთ მკითხველთა სამსჯავროზე გამოგვეტანა ნარკვევი მიძღვნილი ქართული მეცნიერების წარსული დიდებისადმი. ვფიქრობთ, აუცილებელია ქართველ ახალგაზრდობას შევახსენოთ ქართული მეცნიერების მიერ განვლილი სახელოვანი გზა, რაც ჩვენის აზრით სტიმულის მიმცემი იქნება სათანადო მომზადების მქონე სტუდენტთათვის მეცნიერების ამა თუ იმ სფეროში სამუშაოდ. |