კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

იმერეთის სამეფო XVII-XVIII საუუკუნეებსა და XIX საუკუნის დასაწყისში

ავტორ(ებ)ი: კახა სამხარაძე

იმერეთის სამეფო წარმოიშვა საქართველოს დაქუცმაცების შედეგად XV საუკუნის II ნახევარში. ეს პროცესი საქართველოში მონღოლთა ბატონობის დამყარებიდან (XIII საუკუნის 30-იანი წლები) დაიწყო და XV საუკუნის II ნახევარში დასრულდა, როცა 1490 წელს საქართველოს დაშლა იურიდიულად გაფორმდა. ჯერ კიდევ დავით ნარინი XIII საუკუნის II ნახევარში არსებითად იმერეთის მეფე იყო.



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

წყაროები, დოკუმენტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან

ავტორ(ებ)ი: დოდონა კიზირია

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში (22 დეკემბერი-6 იანვარი) შეიარაღებულმა ოპოზიციამ თენგიზ სიგუას, ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის მეთაურობით საქართველოში მოაწყო სამხედრო გადატრიალება. გადატრიალების შედეგად სამშობლოდან იქნა გაძევებული საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლება. გთავაზობთ მასალას, რომელიც ამ ოცი წლის წინანდელ მოვლენებს ასახავს. წარმოდგენილი ინტერვიუები ჩაწერილია ცნობილი ქართველი მეცნიერის, ინდიანას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონ დოდონა კიზირიას მიერ, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა იმ მოვლენათა შუაგულში...



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესის ისტორიისათვის

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

1978 წლის მაისში გაიმართა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესი, რომლის შესამზადებლად მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდი წვლილი შეიტანა, როგორც "ქართულმა წითელმა ინტელიგენციამ" და საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურმა სამსახურებმა, თუ ამ საქმიანობაში დახელოვნებულმა "სუკმა", ასევე აღნიშნული აქტიორების მიერ საღ აზრ გამოცლილმა, დაბეჩავებულმა ნებაწართმეულმა ე.წ. ქართულმა საზოგადოებამ.



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

"ჩემი სიმართლე ჩემი მტერია"

ავტორ(ებ)ი: მარიამ ომიაძე

ჟურნალისტ ნაზი შამანაურისა და მისი დედის, სარა ინაშვილ-შამანაურის დღემდე ბურუსით მოცული ისტორია XX ს.-ის 80-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ქრონიკად რჩება. ამ ტრაგიკული ამბიდან 20 წელზე მეტი გავიდა, საქართველოში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, დუშეთში იმ ქუჩას, სადაც გიჟად შერაცხული ჟურნალისტი ცხოვრობდა, ნაზი შამანაურის სახელიც დაარქვეს, თუმცა ამდენი წლის მერეც გაურკვეველია, რატომ გამოკეტეს ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.