კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ოსტროვიცელი კონსტანტინე მიხეილის ძის "იანიჩარის ჩანაწერები" ტრაპიზონის იმპერიის და საქართველოს შესახებ

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

განსახილველი უსათაურო თხზულების პოლონური თარგმანი 1823 წელს პოლონეთში, ქ. ბერდიჩევის კათოლიკურ ეკლესიაში აღმოაჩინა ა. გალენზოვსკიმ. მასვე ეკუთვნის ამ ჟამთააღმწერლობითი ხასიათის თხზულების სახელწოდებაც - "იანიჩარის ჩანაწერები". გალენზოვსკიმ თხზულება გამოაქვეყნა 1828 წელს და იგი ჩათვალა ერთ-ერთ უძველეს პოლონურ პროზაულ ნაწარმოებად. მოგვიანებით, 1851 წელს, პოლონელმა მკვლევარმა ვ. მაცეხოვსკიმ, ტექსტის უფრო გულდასმით გაცნობის შემდეგ, ჯერ კიდევ 1565 წელს გამოცემულ ჩეხურ თარგმანზე დაყრდნობით, მიუთითა "იანიჩარის ჩანაწერების" სერბულ წარმომავლობაზე.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ქართველებით დასახლებული სოფლის - ჰაირიეს ისტორიის საკითხისთვის

ავტორ(ებ)ი: ნინო ოქროსცვარიძე

აღნიშნული სოფლის დაარსების შესახებ, არსებობს ისტორიები, რომლებსაც ჰაირიეს მაცხოვრებლები ჰყვებიან. ეს ისტორიები უკვე საუკუნეზე მეტია გადაეცემა თაობიდან თაობას. მონათხრობები ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ძირითადად ერთმანეთს ეთანხმება.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობის შედეგები საქართველოში

ავტორ(ებ)ი: ეთერ ბოკელავაძე

კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობას საქართველოში დაახლოებით ექვსსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ოფიციალურად XIII საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება და XIX საუკუნის დამდეგამდე მოდის. ამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მისიონერთა მრავალმხრივმა, ნაყოფიერმა მოღვაწეობამ სერიოზული როლი შეასრულა ქართველთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სარწმუნოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

მონღოლთა ბატონობა და ქართულ სოციალურ ყოფაში მომხდარი ცვლილებები

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

გიორგი V ბრწყინვალის (1314-1346 წ.წ.) დროინდელი სამართლის წიგნიდან - "ძეგლის დადება", ირკვევა, რომ მე-13 საუკუნის დამლევისა და მე-14 საუკუნის დემდეგისთვის, საქართველოს მთის თემებში, განსაკუთრებით გახშირებულა საქვეყნოდ გამრიგეთა, ე.ი. ადმინისტრაციული თანამდებობის პირთა მკვლელობები. აღსანიშნავია, რომ ეს მკვლელობები ცალკეულ პირთა მიერ კი არაა ჩადენილი, არამედი მთელი სოფლის, ხეობის ან თემის ერთობლივი მონაწილეობით.