კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ჯიმითის ისტორიისათვის

ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი

XX საუკუნის 50-ანი წლების ბოლოს და 60-ანი წლების დასაწყისში სოფელი ჯიმითი მაშინდელი რუსეთის მეფისნაცვლისა საქართველოში და მისი მთავრობის ყურადღების ცენტრში მოექცა. თერთმეტმა ჯიმითელმა, ადგილ ველიასახოში მოულოდნელად ამოხოცა კახეთის რამდენიმე თავადი. მეფისნაცვლის ბრძანებით, ყველა ციმბირში გადაასახლეს. მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნებულა უკან. რას უნდა გამოეწვია ასეთი სიმკაცრე სოფლის მოსახლეობაში მაშინ, როცა საუკუნეების განმავლობაში სოფელს არც თავადი ჰყოლია და არც სახელმწიფო ბეგარა-გადასახადს იხდიდა. მოკლედ შევეხოთ ჯიმითის ისტორიულ წარსულს.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ქართველთა მოღვაწეობიდან XI საუკუნის ბიზანტიის იმპერიაში

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

საქართველოს, როგორც საქრისტიანოს უკიდურეს აღმოსავლეთ ფორპოსტს თავისთავად ჩამოუყალიბდა მჭიდრო სულიერი და პოლიტიკური კავშირი თავის ერთმორწმუნე მეზობელთან და ერთგვარ ბუნებრივ მოკავშირესთან - ბიზანტიის იმპერიასთან, რომელიც თავის მხრივ, საუკუნეთა მანძილზე აღმოსავლური ქრისტიანობის მთავარ ბურჯსა და ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა იმდროინდელ მსოფლიოში.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინეთსა და მთაში ქრისტიანობის გავრცელების თავისებურებანი

ავტორ(ებ)ი: რამინ რამიშვილი

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომელთა წინაშე წამოჭრილ საკვლევ პრობლემათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია არაგვის აუზის მთისწინეთის და მთის მოსახლეობაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელების საკითხი და იმ თავისებურებათა გარკვევა, რაც ამ პროცესს ახლდა თან. ამ საკმაოდ რთული ამოცანის შესრულებაში ადრევე ცნობილ სხვადასხვა ხასიათის წყაროებთან ერთად (მაგალითად, წერილობითი ძეგლები, ეთნოგრაფიულ ყოფაში შემონახული ინფორმაცია, მთისწინეთსა და მთაში გამოვლენილი ხატ-სალოცავების შესწავლით მიღებული შედეგები და სხვა).



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

სესხი და ვალი ძველ შუამდინარეთში

ავტორ(ებ)ი: ნინო ახუაშვილი

შუამდინარეთში ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან იწყებს განვითარებას სასესხებო-სავალო ურთიერთობები, რასაც ადასტურებს ამ პერიოდის შუამდინარული ტექსტები. ეს ფაქტი უფლებას გვაძლევს ჩავთვალოთ, რომ სწორედ შუამდინარეთი არის სასესხებო-სავალო ურთიერთობების წარმოქმნის ადგილი.