კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

დედის - ნინოს - სახე ქართული ერთობის ისტორიულ მეხსიერებაში და მეფე მირიანის რელიგიური რეფორმა

ავტორ(ებ)ი: მარიამ ჩხარტიშვილი

ნაშრომი შეეხება მეფე მირიანის მოღვაწეობას მიმართულს ქართული სახელმწიფოს ოფიციალური კულტის რეფორმირებისაკენ. ამ პროცესში მირიანის მიერ მომზადდა ფაქტობრივად სამი პროექტი.
პირველი მათგანი ქართული წარმართული პანთეონის სისტემატიზებას ისახავდა მიზნად. ამ პროექტის ცენტრალური ფიგურას ღვთაება არმაზი წარმოადგენდა. რეფორმა წინასწარ კარგად მოფიქრებული ჩანს, თუმც, თუ მხედველობაში მივიღებთ ქართული წარმართული პანთეონის ეკლექტურობას, აღნიშნულ პროექტს დიდი პერსპექტივა არ უნდა ჰქონოდა.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

1978 წლის 14 აპრილი

ავტორ(ებ)ი: დოკუმენტი

30 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა ერმა აიძულა ადგილობრივი მარიონეტული და საკავშირო ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო და კონსტიტუციაში დაეტოვებინა მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ.
მუხედავად კონსტიტუციის საბჭოური ხასიათისა, მასში ქართული ენა, საქართველოს ტერიტორიაზე, კვლავ ინარჩუნებდა სახელმწიფო ენის სტატუსს.
ყოველ 14 აპრილს ქართველი ერი დედაენის დღეს აღნიშნავს.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

ზვიად გამსახურდია (შტრიხები პოლიტიკური პორტრეტისათვის)

ავტორ(ებ)ი: მიხეილ ქართველიშვილი

<საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში თავისი დაძაბულობითა და დრამატიზმით გამორჩეული ადგილი უჭირავს XX საუკუნეს. მრავლისმეტყველია თუნდაც ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ასწლეულში ქართველმა ერმა ორჯერ (1918 და 1991 წელს) შეძლო დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა. ორჯერ შეგვეძლო მსოფლიო საზოგადოებაში კუთვნილი ღირსეული ადგილის დაკავება, მაგრამ ორივე შემთხვევაში გარე და შიდა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით ეს შანსი სამწუხაროდ დავკარგეთ./p>



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

ექიმი დავით დიმიტრის ძე მგელაძე

ავტორ(ებ)ი: მარინე ბულეიშვილი

ისეთ ღვაწლმოსილ და კეთილშობილ პიროვნებათა ხსოვნა, როგორიც იყო ექიმი დავით დიმიტრის ძე მგელაძე, არ უნდა წაიშალოს საზოგადოების მეხსიერებიდან.
დავით მგელაძე დაიბადა 1876 წლის 8 მაისს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ლესაში აზნაურის ოჯახში. მან მეტად საინტერესო და ხიფათით აღსავსე ცხოვრება განვლო.