|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ბარბარე ყიფიანის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის 1910-იანი წლების პირველ ნახევარში ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
1900-იანი წლების მეორე ნახევრიდან ბელგიაში ფართო სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, დიდი მამულიშვილის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ბარბარე ყიფიანი (1879-1965), რომლის მამა, ცნობილი კულტუროლოგი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი ნიკოლოზ ყიფიანი (1846-1905) 1890-1905 წლებში ბრიუსელის უნივერსიტეტის სიტყვიერების პროფესორი იყო. |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ქრისტეფორე რაჭველიშვილის ბიოგრაფიისათვის ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი 1937 წელს კომუნისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილი თვალსაჩინო მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ქრისტეფორე რაჭველიშვილის (1894-1937) სახელი. მას იცნობენ, როგორც შესანიშნავ ისტორიკოსსა და ფილოლოგს, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე შექმნილი შესანიშნავი ნაშრომების ავტორს, ნიჭიერ პუბლიცისტს და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიის მკვლევარს. |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ავტორ(ებ)ი: მაია ბარიხაშვილი |
ნაშრომში შესწავლილია აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. ამ კუთხით რამდენიმე გარემოების გამო ჰერეთის ქართველების მდგომარეობა არ გავქვს განხილული. აღნიშნულ პერიოდში ისტორიული ზაქათლის ოლქი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არ შედიოდა. იგი საქართველოს შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა რუსეთის იმპერიაში. |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ზედაზნის მონასტრის დაარსების ისტორიიდან და მისი სახელწოდების შესახებ ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
535 წლისათვის "წინამძღრობითა სულისა წმიდისაითა" ქართველთ სამკვიდროში მონაზონთა მცირე გუნდთან ერთად შემოაბიჯა ამ დროისათვის თავის ქვეყანაში უკვე სახელგანთქმულმა ასკეტმა, "ასურით აღმომზენმა" მამა იოანემ. ასურეთიდან ქართლში გამომგზავრების გამო იგი შედარებულია ბიბლიურ მამათმთავარ აბრაამთან, რომელმაც უფლის მოწოდებით დატოვა ძველი საცხოვრისი და აღთქმული ქვეყნისკენ გაემართა. |