კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხები საქართველოს XX საუკუნის ისტორიაში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ეს სტატია ეძღვნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ისტორიას XX-XXI საუკუნეებში. აფხაზურ-ქართული დაძაბულობა რეგიონში რუსეთის იმპერიის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ბევრი აფხაზის ოსმალეთის იმპერიაში გადასახლების შემდეგ აფხაზეთის მიტოვებული მიწებზე ქართველები დასახლდნენ.



ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

ტყვეთა სყიდვა XVII საუკუნის დასავლეთ საქართველოში უცხოელ ავტორთა ცნობების მიხედვით

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

XVI-XVIII საუკუნეებში საქართველოში გავრცელება ჰპოვა ისეთმა მანკიერმა მოვლენამ, როგორც არის ადგილობრივი მაცხოვრებლების, ძირითადად გლეხების მონებად გაყიდვამ. ყოველწლიურად ათასობით, უმეტესად ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანს უსპობდნენ თავისუფლებას და იძულებით ჰყიდდნენ უცხოეთში. მოზარდ ვაჟთა უმრავლესობა საგანგებო სამხედრო მომზადების შემდეგ ოსმალეთის რჩეული გვარდიის, იანიჩართა რიგებს ავსებდა, რათა სულთნის იმპერიისათვის დაეღვარათ სისხლი. ლამაზი ქალწულები ოსმალური არისტოკრატიის ჰარამხანებში ნაწილდებოდნენ. სხვებს სხვადასხვა სამუშაოებისათვის იყენებდნენ შინამოსამსახურეებად, სამხედრო და სავაჭრო გემებზე მენიჩბეებად, ქარავნების გამცილებლებად ა. შ.



ჟურნალი ამირანი. 2022. ნომერი 36

დაპირისპირებანი კავკასიელ ხანებს შორის 1768-1774 წლებში და ერეკლე II

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

1768 წელს ყუბის ხანმა ფათალიმ შაქის ხან ჰუსეინთან ერთად აიღო შემახა. თუმცა მან მალევე სცადა შაქის სახანოს დამორჩილებაც. ამ მიზნით ფათალი ხანმა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს და ყარაბაღის იბრაჰიმ ხანს შესთავაზა შაქი სახანოს წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობა. მაგრამ მათი თანხმობა ვერ მიიღო. თავის მხრივ შაქის ხანმა დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. მეფემ ფათალი ხანს მოსთხოვა, რომ იგი შერიგებულიყო შაქის ხანთან და ჰუსეინ ხანისათვის სამხედრო დახმარების გაწევით დაიმუქრა.



ჟურნალი ამირანი. 2022. ნომერი 36

თანამედროვე ქართული ეროვნული მოძრაობა და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ქართული არაფორმალური პრესის მიხედვით

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ვფიქრობთ, ისტორიაში შემთხვევით არაფერი ხდება და საქართველოში ჩამოწოლილი "დიდი ღამის" შემამზადებელი გარემოებანი საბჭოური ლოგიკის ულოგიკო ფორმატში, თავის-თავად, ყოველგვარი გადამეტების გარეშე ჯდება. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა საქართველოს ისტორიული კრახის შემდეგ, კომუნისტებმა საქართველოში თავიანთი ქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა რადიკალურად შესცვალეს - გარეგნულად სიმართლისა და სამართლიანობის უპირველეს მაძიებლებად გამოაცხადეს თავი.