კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17

რომის კავკასიური პოლიტიკა (ძვ. წ. I ს-ის 70-ანი - ახ. წ. I ს-ის 50-ანი წლები)

ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა

კავკასიამ რომაელთა ყურადღება ჯერ კიდევ ძვ. წ. I ს-ის 70-ან წლებში მიიპყრო, როდესაც ლუკულუსის ლეგიონერები არმენიაში შეიჭრნენ. ძვ. წ. 56 წ. რომაელებმა ტიგრანაკერტთან ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს არმენები და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილსაც დაეუფლნენ. მაგრამ ლუკულუსი აქ დიდხანს არ დარჩენილა. მალე, ძვ. წ. 66 წ. მან არმენია დატოვა და რომის არმიის მეთაურობაც დაკარგა.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს სოფელში 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში

ავტორ(ებ)ი: ლერი მირიანაშვილი

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ქართველი ხალხის მიერ განვლილი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთერთი მთავარი ძარღვია. სხვადასხვა ჯურის დამპყრობთა წინააღმდეგ ხალხის დაუმორჩილებლობის საპროტესტო გამოსვლები ყოველთვის ეროვნულ ხასიათს ატარებდა.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16

უცნობი მონასტრის წესდების ერთი ტერმინის წაკითხვისათვის

ავტორ(ებ)ი: ნინო თორთლაძე

ქვემო ქართლის ერთ-ერთი მონასტრის ტიპიკონის ტექსტის ფრაგმენტი პირველად 1914 წ. გამოაქვეყნა სარგის კაკაბაძემ. ჩვენამდე საბუთმა სწორედ ამ გამოცემის სახით მოაღწია. ამავე გამოცემის მიხედვით ეს ძეგლი ხელმეორედ 1970 წ. დაბეჭდა ი. დოლიძემ. ხელნაწერი, რომელიც ძლიერ დაზიანებული ყოფილა, ს. კაკაბაძემ გამოაქვეყნა შეუცვლელად, იმ სახით, როგორც შეძლო მისი ამოკითხვა.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16

ასურელი მამები და სამონასტრო ორგანიზაცია საქართველოში

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

ქართლის სამეფოში VI ს-ის 30-იან წლებში გამომგზავრებულმა ბერთა მცირე ჯგუფმა, რომელიც ქართულ სამწერლობო ტრადიციაში "ათცამეტი ასურელი მამის" სახელით არის ცნობილი, უაღრესად ღრმა კვალი დატოვა საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. მათი თავდაუზოგავი გარჯა მიმართული იყო ქრისტიანული სარწმუნოების დანერგვისა და განმტკიცებისაკენ.