კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიისათვის

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

2005 წელი მეტად ფასეული იყო ქართული ეროვნული ცნობიერებისა და სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის. მხედველობაში გვაქვს გამოჩენილი ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერის, პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888-1930) სამშობლოში გადმოსვენება.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

"ბუნებით ღმერთი" და "მადლით ღმერთქმნილი"

ავტორ(ებ)ი: ლია წერეთელი

დავით აღმაშენებლის გარდაცვალებას "ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი" ურთიერთდაპირისპირებული დრო-ჟამით ხატავს ამქვეყნიური, წარმავალი, წუთისოფლისეული და მარადიული, უკვდავი, სიკვდილის შემდგომი სამყოფი. მემატიანე აგიოგრაფიული ხატწერის კანონიკით აღწერს მეფის გარდაცვალებას და სასუფეველში დამკვიდრებას.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო საზღვრები ფარნავაზიან და ბაგრატიონ მეფეთა მმართველობის ეპოქაში და მისი არასწორი ასახვა "პრავოსლავნაია ენციკლოპედია"-ს ტომეულებში

ავტორ(ებ)ი: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს უწმინდესმა პატრიარქმა ახალგაზრდათა მიერ მეცნიერების უკეთ დაუფლების მიზნით შემოგვთავაზა "ღრმა აზროვნების" პროგრამა, რაც მოითხოვს ფაქტების უფრო ღრმა ანალიზს. ეს არის კურთხევა, რომელიც უნდა შესრულდეს. უნდა შეიქმნას "ღრმა აზროვნების" სასკოლო სახელმძღვანელოები. ამჟამად ათასობით მოსწავლე და სტუდენტი ეუფლება რელიგიის ისტორიას.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

რაფიელ ერისთავი და საქართველოს ისტორიული სიძველენი

ავტორ(ებ)ი: მანანა რაზმაძე

მრავალმხრივია ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რაფიელ ერისთავის შემოქმედებითი და მეცნიერული მემკვიდრეობა. იგი იყო XIX საუკუნის თვალსაჩინო პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ლექსიკოგრაფი და, აგრეთვე, საქართველოს სიძველეების მკვლევარი.