|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითადი პრობლემები XX საუკუნის 20-იან წლებში ავტორ(ებ)ი: თორნიკე ღვინიანიძე |
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 12 (25) მარტს აღიდგინა ისტორიული ავტოკეფალია, მაგრამ იმთავითვე პრობლემები შეექმნა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის დროებითმა მთავრობამ შეინარჩუნა საეკლესიო სფეროს მაკონტროლებელი ორგანო, ობერპროკურორის თანამდებობა, ამას მიემატა სარწმუნოების სამინისტროს შექმნა, რომელსაც ევალებოდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა მოწესრიგება. |
|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 ქართლ-კახეთი XVIII ს-ის 35-40-იან წლებში ავტორ(ებ)ი: ნანა სოლოღაშვილი |
1735 წლის 30 ივლისს ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ოსმალთა 12 წლიანი ბატონობისაგან, მაგრამ, ამავე წლის აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში იწყება "ყიზილბაშობა". ამიერიდან ქართლ-კახეთის მმართველ პირებს ნიშნავდა არა ოსმალეთის, არამედ ირანის ხელისუფლება. ირანის შაჰი მმართველებად ან გამაჰმადიანებულ მეფეებს ნიშნავდა, ან ყიზილბაშ ხანებს. |
|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 ალავერდის სავანის დაარსების ისტორიიდან და მისი სახელწოდების მნიშვნელობისათვის ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
ალავერდის წმ. გიორგის სალოცავი თავის ზებუნებრივი ძალით ძველთაგანვე განთქმული იყო მთელს საქართველოში. წმ. გიორგის ამ სალოცავს არც არაქრისტიანი თაყვანისმცემლები აკლდა კავკასიიის სხვადასხვა მხარიდან. ალავერდში დანაფიცი ყველანაირ პოლიტიკურ გარანტიასაც აღემატებოდა. საამისოდ ერთი საგულისხმო მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან... |
|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 ტამპლიერთა სასულიერო ორდენის განადგურების საიდუმლო და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მოსახსენიებლები ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
1095 წელს რომის პაპის, ურბან II-ის ბრძანებით დაწყებულიდა "ქრისტეს საფლავის დაცვის" ლოზუნგით წარმართული გრანდიოზული სამხედრო მსვლელობა, ჯვაროსნულ მოძრაობად იწოდება. ესაა მასშტაბური სამხედრო-საკოლონიზაციო მიგრაცია, რომელიც თითქმის 200 წელიწადს გაგრძელდა და ევრაზიის დიდი ნაწილის ტერიტორიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური მეტამორფოზა განაპირობა. |