კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13

იმპერატორი ადრიანე და ბარ-კოხბას აჯანყება

ავტორ(ებ)ი: ხათუნა პერტია

ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ (117 წ.) იმპერატორის ტახტი დაიკავა ადრიანემ. იგი შეუდგა იმპერატორის ხელისუფლების გაძლიერებას. ადრიანე დაადგა მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის გზას და ეს მისი მხრიდან მეტად ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რადგანაც არსებული სიტუაცია სწორედ ამას მოითხოვდა: პროვინციებშია აჯანყების დაწყების საშიშროება იქმნებოდა, მახლობელ აღმოსავლეთში სიტუაცია დაძაბული იყო, არმია გადაღლილი და დემორალიზირებული და ასეთ პირობებში ფაქტიურად შეუძლებელი იყო ტრაიანეს ექსპანიონისტური პოლიტიკური კურსის გაგრძელება.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

ახლო წარსულიდან

ავტორ(ებ)ი: დოკუმენტი

1990 წლის 22 აპრილი - საბჭოთა მილიცია და "ძლევამოსილი" წითელი არმია დედაქალაქის მთავარ მოედანზე ქართველებისაგან ერთგულად იცავს "ძვირფასი ბელადის" ძეგლს.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

ღია წერილი გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორის დავით მჭედლიშვილისადმი

ავტორ(ებ)ი: კონსტანტინე გამსახურდია

ჩვენს შორის მომხდარი არასასიამოვნო კონფლიქტის გამო მე საჭიროდ ჩავთვალე მომეწერა, რადგან თქვენ თურმე ინებეთ და მწერალთა კავშირის მდივნებს დაურეკეთ თითქოს მე თქვენ გაგლანძღეთ. მე თქვენი ლანძღვა მაშინაც არ მინებებია, როცა თქვენ ჩემს მიმართ უფრო აქტიური მტრობა გამოიჩინეთ, ჩვენ საზოგადო მოღვაწეებს გვიწოდებენ და ლანძღვა რა საკადრისია.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

ჩაუშესკუ-ჩაუშესკუ

ავტორ(ებ)ი: შუქრი აბზიანიძე

ალბათ ყველას ახსოვს, 1991 წლის ბოლოს, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მასა "ჩაუშესკუ-ჩაუშესკუს" სკანდირებით როგორ უტევდა უზენაესი საბჭოს შენობას. ოპოზიცია მზად იყო დაემხო ხელისუფლება და ყველანაირად იკაფავდა გზას შენობისკენაც და ხელისუფლებისკენაც. ამ დრამატულ და ვნებათაღელვით აღსავსე დროს ცოტა თუ დაფიქრებულა - რატომ მაინცა და მაინც "ჩაუშესკუ"? დავუშვათ ზვიად გამსახურდია დიქტატორი იყო, განა ცოტა დიქტატორებს იცნობდა მსოფლიო? როგორც ისტორიიდან, ისე მის თანამედროვეებს? რატომ არა, ვთქვათ "ჰიტლერი", "სტალინი", "პინოჩეტი" ან ბოლოს და ბოლოს "სადამი"? არა, მხოლოდ "ჩაუშესკუ". რატომ?