კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სამღვდელოების ერთობლივი ძალისხმევა საეკლესიო განძის დაცვა-გადარჩენისათვის

ავტორ(ებ)ი: მანანა ლილუაშვილი

თბილისი ს სახელმწიფო უ ნი ვერსიტეტის ისტორია ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. მეცნიერების ახლადფეხადგმულ ტაძარს მეტად რთულ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობის დაწყება. მას, ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თავის თავზე უნდა აეღო ერის განათლების საკითხი, უნივერსიტეტის პროფესურას თვალყური უნდა ედევნებინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისათვის და თავისი შეხედულებანიც გამოეხატა.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

ნიკო ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე

ავტორ(ებ)ი: ნინო ოთხოზორია

ნიკო ნიკოლაძე 1894 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ფოთის "მოურავად" აირჩიეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა მთელი პროგრესული ქართველი ინტელიგენცია და პრესა. ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობას ყველაზე ინტესიურად ილია ჭავჭავაძის გაზეთი "ივერია" აშუქებდა. იგი გულისყურით ადევნებდა თვალს ფოთში მიმდინარე მოვლენებს.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

ებლას ქალაქ-სახელმწიფო

ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი

XX ს-ის დიდ არქეოლოგიურ აღმოჩენებს მიემატა კიდევ ერთი საყურადღებო აღმოჩენა. იტალიელმა არქეოლოგებმა სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიაკვლიეს ებლას, უძველეს ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ძვ.წ III-II ათასწლეულებში არსებობდა. აღნიშნულმა გათხრებმა კიდევ ერთხელ უარყო მეცნიერთა მიერ ადრე ჩამოყალიბებული დოგმატური მოსაზრება იმის შესახებ, რომ თურმე, კაცობრიობის პირველი ცივილიზაციები იქმნებოდა მხოლოდ დიდი მდინარეების მიმდებარე ტერიტორიებზე: ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში, ნილოსზე და სხვ.



ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10

რუსეთის (სსრკ) პოლიტიკა ჩრდილო კავკასიაში და ჩეჩნური წინააღმდეგობრივი მოძრაობა

ავტორ(ებ)ი: გიორგი ანჩაბაძე

რუსულ-ჩეჩნურ ურთიერთობათა (XVIII საუკუნიდან დღემდე) დიდ ნაწილს სამხედრო დაპირისპირებათა დაღი აზის. თანამედროვე სამყაროში ძნელია დაიძებნოს ამგვარი ხანგრძლივი და მკვეთრი დაპირისპირების მსგავსი მაგალითი. დღეს, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა წარმმართველი ჰუმანიტარული მიდგომა ხდება, ამ დაპირისპირებამ თავის აპოგეას მიაღწია. ომი ჩეჩენი ხალხის გენოფონდს ანადგურებს.