|
ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9 მიმართვა შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია |
ჩვენი ხალხებისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ერთურთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათა მკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია. დღეს მთელს მსოფლიოს აღელვებს ქალაქ ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. |
|
ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9 ღია წერილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ავტორ(ებ)ი: მოსე ბოროდა |
თქვენო უწმიდესობავ,
|
|
ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9 მსოფლიო ისტორიის საკითხები XIX საუკუნის ქართველი სამოციანელთა პუბლიცისტიკაში ავტორ(ებ)ი: დავით მალაზონია |
ქართული საზოგადოებრივი აზრი დიდ ინტერესს იჩენს მსოფლიო ისტორიის საკვანძო საკითხებისადმი - უძველესი ეპოქების სოციალური სისტემებისა და კულტურის (ძველ აღმოსავლური, ბერძნულ-ელინური, რომაული) ფორმებისადმი, წარმოაჩენს მეზობელი ხალხების ცივილიზაციასთან ქართველი ტომების ინტენსიურ კავშირ-ურთიერთობასა და მის მნიშვნელობას. |
|
ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9 ქართველი მწერლები არქეოლოგიური კვლევა-ძიების სათავეებთან (გიორგი წერეთელი) ავტორ(ებ)ი: მანანა რაზმაძე |
XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები უდიდეს ინტერესს იჩენდნენ საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების გამოვლენისა და შესწავლისადმი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი წერეთელი - მწერალი, პუბლიცისტი, ფილოლოგი, კრიტიკოსი, ბუნებისმეტყველი და ამავე დროს ისტორიკოსი, არქეოლოგი. გიორგი წერეთელმა გარკვეული კვალი დატოვა ქართული არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების, განვითარებაში და მისი მოღვაწეობა ამ მიმართულებით საგანგებო შესწავლას მოითხოვს. |