კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

ყარაჩაელები და ბალყარები ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკაში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

სტატია ეძღვნება ყარაჩაელთა და ბალყარელთა ისტორიას. ბალყარელთა და ყარაჩაელთა წინაპრები იყვნენ კავკასიელი ალანები, ბულგარები, ხაზარები და ყივჩაღები. ყარაჩაელები ცხოვრობდნენ როგორც ბაქსანში, ისე ყუბანში. ყუბანში განსახლება მოხდა მე-17 საუკუნის შუა წლებში.



ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

ხეთების წარმოდგენები სამყაროსა და ქვესკნელზე და პარალელები წინარე ქართულ რწმენა-წარმოდგენებთან

ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი

ანატოლიაში ძვ.წ. III-I ათასწლეულებში არაერთი დიდი თუ მცირე სახელმწიფო წარმოიშვა, მაგრამ სხვადასხვა პირობების გამო თანდათან გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან. ამ ტერიტორიაზე პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად უძველესი დროიდან დაწინაურდა ანატოლიის ცენტრალური ნაწილი, სადაც ჩამოყალიბდა სახელმწიფო, რომელიც უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულად იქცა არამარტო მცირე აზიაში, არამედ მთელს ახლო აღმოსავლეთში.



ჟურნალი ამირანი. 2019. ნომერი 32

ბაქოში გამოცემული წიგნისათვის - "XVIII საუკუნის კავკასია რუსეთის საიდუმლო აგენტის თვალით"

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

2017 წელს გამომცემლობა "თეას პრესის" (TEAS Press) მიერ ბაქოში გამოქვეყნდა წიგნი: "XVIII საუკუნის კავკასია რუსეთის საიდუმლო აგენტის თვალით". გამოცემა შეიცავს რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, საქართველოში რუსეთის წარმომადგენლად ნამსახურ სტეფანე ბურნაშევის სამ თხზულებას: 1. "საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოების პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა", 2. "აზერბაიჯანული ქვეყნებისა სპარსეთში და მათი პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა", 3. "მთიელ ხალხთა აღწერა".
ეს ნაშრომები ს. ბურნაშევმა შექმნა საქართველოში ყოფნის პერიოდში (1783-1787 წლებში) და გამოსცა კურსკში 1793-1794 წლებში. ბაქოში განხორციელებული გამოცემა ავტორისეული გამოცემის რეპრინტია. ზემოაღნიშნული გამოცემა ძალზე მნიშვნელოვანია XVIII საუკუნის მეორე ნახევრის კავკასიის ისტორიის საკითხებზე მომუშავე მკვლევართათვის.



ჟურნალი ამირანი. 2019. ნომერი 32

ვაინახები ცენტრალური კავკასიის პოლიტიკურ ისტორიაში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

სტატიაში განხილულია ვაინახური მოდგმის ხალხების ეთიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გარიჟრაჟზე. ვაინახები, დიდი ხნის მანძილზე ძველი გეოგრაფებისა და ისტორიკოსების ყურადღების მიღმა რჩებოდნენ. რამდენიმე ვაინახური ტომი თუ იყო ცნობილი ქართველი და სომეხი ჟამთააღმწერთათვის; მხოლოდ რამდენიმე არაბი გეოგრაფი თუ მოიხსენიებს მათ დურძუკთა სახელით რაც მათ ქართველი ჟამთააღმწერლებისგან უნდა ჰქონდეთ აღებული.