კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

საბჭოთა სარწმუნოებრივი პოლიტიკის ევოლუციის ისტორიიდან

ავტორ(ებ)ი: მიხეილ ქართველიშვილი

თანამედროვე ეტაპზე დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება საბჭოთა კავშირის ისტორიული წარსულის სიღრმისეული მეცნიერულ გააზრებას, რადგან სრულიად აშკარაა, რომ ამ უკანასკნელზე დიდწილადაა დამოკიდებული სახელმწიფოებრივი განვითარების დღევანდელი ვითარების ობიექტური ანალიზი და სამომავლო პერსპექტივების მეტ-ნაკლები სიზუსტით დასახვა. ზემოაღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საბჭოთა სარწმუნოებრივი პოლიტიკა, რომლის მაღალპროფესიულ გაანალიზებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.



ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეებთან

ავტორ(ებ)ი: ეთერ ბოკელავაძე

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს უძველეს მართლმადიდებლურ ეკლესიათა რიცხვს განეკუთვნება. ქრისტიანული ეკლესიის ფორმირება თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრე შუასაუკუნეებიდან დაიწყო, თუმცა ისტორიული კატაკლიზმების შედეგად, მისი თვითმოწესეობის დაკანონება მხოლოდ გასული საუკუნის 20-ან წლებში, ბერატის საეკლესიო კრების (1922 წ.) დადგენილებათა საფუძველზე იქნა მიღწეული. თანამედროვე ეტაპზე კი, ალბანეთის ეკლესიას მართლმადიდებლურ დიპტიხში მეცამეტე ადგილი აქვს მინიჭებული პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ.



ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარები ქუთაისის მაზრაში 1921 წელს

ავტორ(ებ)ი: ნინო ვაშაყმაძე

მარქსისტული მეთოდოლოგიისა და საბჭოთა იდეოლოგიური წნეხისგან განთავისუფლების შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალი ნაშრომი შეიქმნა ისტორიის ე.წ. "თეთრი ლაქების" შესავსებად, მოვლენების გაანალიზებისას ტენდენციურობისაგან თავისუფალი, ობიექტური სურათის დასახატად.
არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გამოკვლევები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) დაპყრობას უცხო ძალის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობას ეხება. ეს საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა კუთხით და საკმაოდ ფართო სპექტრით არის განხილული.
ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთ კონკრეტულ რეგიონში, ქუთაისის მაზრაში ბოლშევიკური რუსეთის ჯარების შემოსვლის შემდეგ პოლიტიკური სისტემის შეცვლის პირველ დღეებში არსებულმა ვითარებამ, საოკუპაციო ჯარების ქმედებებმა და მათმა ურთიერთობამ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან — რევკომებთან.



ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

სოციალიზმის იდეა არჩილ ჯორჯაძესთან 1905-1907 წლებში

ავტორ(ებ)ი: მაია გოგიბერიძე

სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია ჩამოყალიბდა XIX-XX სს. მიჯნაზე. ეს ის პერიოდია, როცა საგრძნობლად დაჩქარდა კაპიტალიზმის განვითარება და ამის შედეგად საგრძნობი ცვლილებები მოხდა საქართველოს ეკონომიკაში, შესაბამისად მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურაში, კლასთა ურთიერთობასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში.
1905-1907 წლების რევოლუციების ხანაში სოციალისტ-ფედერალისტებმა გაცილებით მეტი ყურადღება მიაქციეს მუშათა საკითხს, მაღალი შეფასება მისცეს პროლეტარიატის ბრძოლას პოლიტიკური და სოციალური თავისუფლების მოპოვებისათვის.