კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2015. ნომერი 26

ქართულენოვანი ეკლესიის წინასწარმეტყველი

ავტორ(ებ)ი: ბიძინა ჩოლოყაშვილი

ქართველი ერის წარსულისა და მომავლის ამსახველ ძეგლთა შორის შემონახულია სიბრძნით შენიღბული გამაფრთხილებელი ინფორმაცია, რომელიც დაფარულად მოგვითხრობს, თუ რა უნდა მოხდეს მომავალ დროში ქართულენოვანი ეკლესიის წიაღში.



ჟურნალი ამირანი. 2015. ნომერი 26

საქართველოს ეროვნული განათლების სისტემის განვითარების კონცეფცია

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

ვინაიდან 1921 წლის თებერვლის საქართველოს ანექსია-ოკუპაციის შედეგად ქართული ეროვნული კულტურა და მეცნიერება, სახალხო განათლება განიცდიდა საბჭოთა მმართველობის უხეშ, შემხუთველ ზეგავლენას, რაც მიმართული იყო ეროვნული სულის ჩაკვლისაკენ; ვინაიდან ტოტალიტარული, იმპერიული რეჟიმის სამოცდაათწლიანმა განუკითხავმა თარეშმა უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს მთელს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და განათლებაზე, როგორც მის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილზე; ვინაიდან 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 11 ნოემბრის დემოკრატიულმა არჩევნებმა სათავე დაუდო დამოუკიდებლობის აღდგენისათვის გარდამავალ ეტაპს, დღის წესრიგში დადგა საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების სხვა დარგებთან ერთად ეროვნული განათლების სისტემის სრული გარდაქმნა-განახლება, რასაც ემსახურება სწორედ საქართველოს ეროვნული განათლების სისტემის განვითარების კონცეფცია.



ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

წმ. დოდო გარეჯელი

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

დავით გარეჯელის თანამოღვაწეთა შორის, დოდო ყველაზე სახელგანთქმული პირია ლუკიანესთან ერთად. მაგრამ თუ ლუკიანე გარეჯის უდაბნოში წმ. დავითის ერთადერთი თანამგზავრი და მისი პირველი თანამკვიდრია, წმ. დოდო დავით გარეჯელისკენ მოემართება მის გარშემო მოწესეთა თავშეყრის პირველ ეტაპზე, მაგრამ გარეჯის სავანეში მისულთაგან წმ. დოდო პირველი არ ყოფილა.



ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

საქართველოსა და ალექსანდრიის საპატრიარქოები მსოფლიოში მშვიდობის აღდგენისათვის

ავტორ(ებ)ი: ეთერ ბოკელავაძე

საქართველოსა და ალექსანდრიის მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიათა ურთიერთობებს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და ისტორია აქვთ. ადრე შუასაუკუნეებიდან (IV-V სს) დაწყებული საეკლესიო კონტაქტები, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანულ სამყაროში ასკეტიზმისა და ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტის გავრცელებასთან იყო დაკავშირებული, ინტენსიური გახდა განვითარებულ შუა საუკუნეებში, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში (მხედველობაში გვაქვს როგორც ნარატიული, ისე ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასიათის ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულებები, სადაც ნათლად იგრძნობა ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლის ტრადიციები) წმინდა მოციქულების — ანდრია და მარკოზის საყდართა დაახლოებას ხელს უწყობდა აღმოსავლურ-ქრისტიანული ეკლესიისთვის სახასიათო ფაქტორი — ღრმა ასკეტიზმი და მაღალი თეოლოგიური მეცნიერება.



Powered by bootstrapmade.com