|
2005 ნომერი 12 ცენტრალურამიერკავკასიური ბრინჯაოს ლაგმები შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: კოტე ფიცხელაური |
ადამიანის საზოგადოება განვითარების განსაზღვულ ეტაპზე მისმა მოთხოვნილებებმა თავისთავად მიიყვანა ბორბლის გამოგონების აუცილებლობამდე, რასაც სავარაუდოა ხელი შეუწყო არსებული ტექნიკური აზროვნების მაღალმა დონემ. ეს სიახლე თავის მხრივ, საფუძვლად უნდა დადებოდა შემდგომ უდიდეს ძვრებს და სწრაფ წინსვლას, როგორც სამეურნეო (ხელოვნური რწყვა; სამეურნეო, მეტალურგიული, ლითონდამამუშავებელი წარმოება, სამშენებლო ტექნიკა და სხვა) ისე სოციალურ ცხოვრებაში. ამ გაგებით ბორბლის გამოგონება "ტექნიკური რევოლუციის" ტოლფასად უნდა იყოს მიჩნეული. |