ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2016 ნომერი 28

ოქონის ხატი მოსკოვის თოფხანიდან

შეტანის თარიღი: 2016-10-20

ავტორ(ებ)ი: ნინო დიდებაშვილი

წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი გახლავთ, აქამდე სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობი საისტორიო წყაროს მიმოქცევაში შემოტანა. საქმე ეხება რუსეთში, კერძოდ კი კრემლის თოფხანაში დაცულ აქამდე შეუსწავლელ, მეფე არჩილ II -ის (1647-1713) შეკვეთით დამზადებულ ხატს.
როგორც ეს ხატზე განთავსებული დამათარიღებელი წარწერიდან დგინდება, აღნიშნული "გულსაკიდი" ხატი, "ცხოვლის მყოფელი ოქონის ხატის" სახელზეა შესრულებული; ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისათვის, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს აღნიშნული წარწერა და თარიღი. მისი აღწერა და ანალიზი დამატებით ცნობებს მოგვცემს გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს და დღის სინათლეზე გამოიტანს ამ პერიოდში მოღვაწე ქართველი მეფის მემკვიდრეობის, ამ დრომდე შეუსწავლელ, ერთ უცნობ მონაკვეთს.



2016 ნომერი 28

კოლხური კულტურა თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე

შეტანის თარიღი: 2016-10-20

ავტორ(ებ)ი: ნინო დოლიძე

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ერთიანი კოლხური კულტურის ერთ-ერთი რეგიონია, სადაც აღმოჩენილია სამაროვნები მდიდარია არა მარტო საბრძოლო-სამეურნეო იარაღებით, არამედ სამკაულებითაც. სწორედ სამკაულების მრავალფეროვნებაზე და სიუხვეზე დაყრდნობით ახლებურად მოხდა ამ სამაროვნების გააზრება, ზოგიერთი მათგანის გადათარიღებაც. შემუშავდა სამკაულის ზოგიერთი ტიპის ტიპოლოგიური და ქრონოლოგიური შკალა, დადგინდა გავრცელების არეალი, გაირკვა ურთიერთობების საკითხები მეზობელ არქეოლოგიურ კულტურებთან და ამ გზით გაცნობიერდა კოლხური კულტურისა და მასში შემავალი ლოკალური ვარიანტების განვითარების ზოგადი სურათი



2016 ნომერი 28

კოლხური კულტურის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის განძებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხისათვის

შეტანის თარიღი: 2016-10-20

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

კოლხური კულტურის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის განძები არაერთ მკვლევარს აქვს განიხილული, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მიუხედავად ამისა კვლავ რჩება ამ კატეგორიის ძეგლებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, რომელიც ჩვენის აზრით, სამეცნიერო ლიტერატურაში ნაკლებადაა გაშუქებული. წინასწარ აღვნიშნავთ, რომ ასეთს უნდა მიეკუთვნოს შემდეგი საკითხები: იმის გამო, რომ ბრინჯაოს განძებს მიწის სამუშაოებისას ყველაზე ხშირად შემთხვევით პოულობდნენ არაპროფესიონალი ადამიანები, ბუნებრივია ნაკლები ყურადღება ეთმობოდა განძების აღმოჩენის ვითარების გარკვევას და ბევრი რამ შეუმჩნეველი რჩებოდა.



2016 ნომერი 28

კოლხეთის მთისწინა ზოლისა და მთიანეთის სამოსახლოდ ათვისების საკითხები ბრინჯაოს ხანაში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

კოლხე­თში ბრინჯაოს მეტალურგიულ წამოებასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემათა შორის ყურადღებას იპყრობს ერთი მეტად საინტერესო საკითხი. კერძოდ, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდზე განლაგებულ სამთამადნო წარმოების ძეგლებთან (მთიანი აფხაზეთი, სვანეთი, ზემო რაჭა) ახლოს ან მიმ­დე­ბა­რე­ ტერიტორიებზე არსებობდა თუ არა ე.წ. სამთო-მეტალურგიული დასახლებები. ამ თვალსაზრისით ასევე მხედველობაში გვაქვს მცირე კავკასიონის მთიანეთში განფენილი სპილენძის საბადოებისა და პოლიმეტალური მადნების გავრცელების ზონა (გურია-აჭარის მხარე, მდ. აჭარისწყლის, მდინარე მერისის, ხეობათა ზემო წელი, მდ. ნატანებისა და ბახვისწყლის სათავეები), სადაც მართალია სპილენძის ძველი გამონამუშევრების კვალი არ დასტურდება, მაგრამ შესაძლოა შორეულ წარსულში ეს საბადოები პოტენციურად დამუშავების ობიექტები ყოფილი­ყვნენ და მათი კვალი დროთა განმავლობაში გამქრალიყო.



1 | 2 | դ | գ
Powered by BootstrapMade