ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2003 ნომერი 9

მიმართვა შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია

ჩვენი ხალხებისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ერთურთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათა მკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია. დღეს მთელს მსოფლიოს აღელვებს ქალაქ ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა.



2003 ნომერი 9

დილემა კაცობრიობის წინაშე

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია

არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა.



2003 ნომერი 9

ღია წერილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მოსე ბოროდა

თქვენო უწმიდესობავ,
თავს უფლებას ვაძლევ, მოგმართოთ ღია წერილით, რომელიც შეეხება ქართული ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხს. ამ რამდენიმე ხნის წინ გერმანულმა ტელეარხმა 3-SAT-მა გადმოსცა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მიძღვნილი მცხეთის ეკლესიამონასტრებისა და საქართველოს გაქრისტიანების საკითხისადმი. ამის შესახებ ფილმის ფინალში ნათქვამია შემდეგი...



2003 ნომერი 9

დარია ვედრებისელი (მალიევა)

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მარინე ბულეიშვილი

გასული საუკუნის ბოლოს და ჩვენი საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა ნიჭიერი ოსი მწერალი ქალი დარია კონსტანტინეს ასული ვედრებისელი (მალიევა). იგი დაიბადა 1874 წლის ოქტომბერში გორის მაზრის მივარდნილ სოფელ ვედრებისში (ამჟამად ქარელის რაიონი). აქედანვე წარმოსდგება მისი ერთ-ერთი ფსევდონიმი - ვედრებისელი. იგი სწავლობდა ბაქოს ქალთა გიმნაზიაში. გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იგი აქტიურ საზოგადოებრივ პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ქ. ბაქოში...



1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade