2024 ნომერი 38 შეტანის თარიღი: 2024-01-17 ავტორ(ებ)ი: საგამომცემლო საბჭო |
ჟურნალ "ამირანის" 38-ე ნომრის თავფურცელი |
2024 ნომერი 38 შოთა ჩართოლანის მეცნიერული მემკვიდრეობიდან. კოლხეთის მთიანეთი ბრინჯაო-ადრერკინის ხანაში შეტანის თარიღი: 2024-01-17 ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
გამოჩენილმა ქართველმა არქეოლოგმა შოთა ჩართოლანმა მეცნიერული მოღვაწეობის დიდი ნაწილი მიუძღვნა კოლხეთის მთიანეთის შესწავლის საქმეს. მისი ხელმძღვანელობით სვანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ XX საუკუნის 80-იანი წლებიდან სისტემური არქეოლოგიური დაზვერვებითა და სტაციონარული გათხრებით სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა არაერთი სხვადასხვა კატეგორიის ძეგლი. |
2024 ნომერი 38 დაკრძალვის ხეთური წესი და პარალელები სამხრეთ კავკასიასთან შეტანის თარიღი: 2024-01-17 ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი |
დაკრძალვის ხეთური რიტუალი 13 ან 14 დღე გრძელდებოდა, რომელიც ყოველდღე სხვადასხვა ცერემონიებს მოიცავდა. სამეფო დაკრძალვის რიტუალი დღეს ცნობილია როგორც šalliš waštaiš რიტუალი. გამოთქმა šalliš waštaiš ნიშნავს "დიდ ცოდვას/უბედურებას", მეფის ან დედოფლის სიკვდილის ევფემიზმს... |
2024 ნომერი 38 დვალეთის ქართველური ონომასტიკა ზოგიერთი გვარსახელის გეოგრაფიული ლოკალიზაციისთვის შეტანის თარიღი: 2024-01-17 ავტორ(ებ)ი: ომარ ბეგოიძე |
ონომასტიკა, რომელიც სწავლობს საკუთარ სახელებს, ფორმალურად ენათმეცნიერებას მიეკუთვნება, თუმცა ინტერდისციპლინარულ გარემოში ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ისტორიის, გეოგრაფიის და სხვა მეცნიერებების მხარდამჭერი დარგი. ონომასტიკა ინახავს ინფორმაციას გარკვეულ ტერიტორიაზე მიმდინარე ისტორიული, ეთნოკულტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ბუნებრივი და სხვა პროცესების შესახებ. |