ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2009 ნომერი 21

ეროვნული ხელისუფლების "ომი" ქართულ კინემატოგრაფთან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: შავლეგო

1991 წლის პუტჩისწინა პერიოდში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ კრიმინალური ოპოზიციის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხრიკი იყო ეგრეთწოდებული "ომი" ქართულ კინემატოგრაფში. ეროვნულ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ ვითომ ქართული კინოხელოვნების დაკნინებას. ეს უშუალოდ დაუკვშირეს საქართველოს სახელმწიფო კინემატოგრაფის კომიტეტის თავმჯდომარედ "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" გამგეობის წევრის, მეცნიერებათა კანდიდატის ბ. გუგუშვილის დანიშვნას და შემდგომ ამ კომიტეტის სახელმწიფო კინოკოპორაციად გარდაქმნას.



2009 ნომერი 21

საქართველოში ფოლკლორულ ნაწარმოებთა დაცვის ზოგიერთი კულტუროლოგიურ-სამართლებრივი ასპექტი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე

საქართველოსთვის აქტუალური არის ფოლკლორული ნაწარმოებების და თარგმნილი ნაწარმოებების სამართლებრივი დაცვის საკითხები. ფოლკლორი წარმოადგენს ხალხურ ზეპირ, პოეტურ (ზეპირსიტყვიერ) შემოქმედებას (ზღაპრები, ლექსები, შაირები, ანდაზები, გამოცანები და სხვ). ფოლკლორს განეკუთვნება აგრეთვე ხალხური მუსიკა, ხალხური თეატრალური სანახაობა, ხალხური გამომსახველობითი ხელოვნება. ხალხური შემოქმედება კი ის ნაწარმოებებია, რომლებიც წარმოადგენენ ერის კულტურულ მემკვიდრეობას. ისინი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, იქმნებოდა და იხვეწებოდა დაუდგენელი პირების მიერ. ხალხური შემოქმედება წარმოადგენს ერის, ეთნიკური ჯგუფის მემკვიდრეობას.



2009 ნომერი 21

საერთაშორისო საავტორო უფლებების განხორციელების კულტუროლოგიურ-სამართლებრივი ასპექტები კინემატოგრაფიულ და ფოტოგრაფიულ ნაწარმოებებზე

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე

ცნობილია, რომ ნაწარმოების ავტორად ჩაითვლება პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა კონკრეტული ნაწარმოები. ნებისმიერი სახელმწიფო მოწოდებული არის დაიცვას თავისი მოქალაქეების როგორც კერძო საკუთრება, ისე ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღირებულებები. ასეთი ღირებულებების შექმნა და კულტურის განვითარება კი დამოკიდებული არის მათი დაცვის არსებული სამართლებრივი მექანიზმის რეალურ ფუნქციონირებაზე.



2009 ნომერი 21

სიმბოლოები ქართულ ჰერალდიკასა და სამედალიონო ხელოვნებაში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნათია უღრელიძე

კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანი ქმნის კერპებს, ღმერთებს და სიმბოლოებს. ეს უკანასკნელი ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ. შეიძლება ითქვას ჩნდება სიმბოლიკის ისტორია. რისი მაგალითიც დღემდე უხვად არის შემორჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა ძველ ქვეყნებში. ეგვიპტელებმა, ბაბილონელებმა, ფინიკიელებმა, ინდიელებმა, სპარსელებმა, ბერძნებმა, ქართველებმა და სხვა ერებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი კულტურის ნაწარმოებები, როგორც ლიტერატურაში, ისე მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში.



1 | 2 | 3 | 4 | 5 | դ | գ
Powered by BootstrapMade