|
2002 ნომერი 6 შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
სამაგისტრო დისერტაციის თემა აქტუალურია და ეხმაურება თანამედროვე კავკასიაში მიმდინარე ურთულეს საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებს. თავისთავად, ამ პროცესთა სირთულე, პოსტსაბჭოთა ყოფისათვის დამახასიათებელი არაორდინალურობებით არის გაპირობებეული. ამდენად, ერთიორად დასაფასებელია ავტორის გამბედაობა გაერკვეს ჩვენს რეგიონში მიმდინარე თანამედროვე ბატალიებში და შეძლებისდაგვარად ჩასწვდეს იმ უფაქიზეს ნიუანსებს, რომლებიც ოდითგან თან სდევდა ამ მეტად მშფოთვარე რეგიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას და რომელთა დანახვაც ერთობ ძნელია ამ მხარის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე. |
|
2002 ნომერი 6 შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია |
დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან სულები ის სულები, საქართველოს თავისუფლების ქომაგნი, საქართველოსთვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს თავისუფლების სულისჩამდგმელნი. და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება, დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-გამნათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის. |
|
2002 ნომერი 6 ვეფხისტყაოსანი რაინდის სახელის შესახებ შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: ნელი ბრეგაძე |
პოემასთან - "ვეფხისტყაოსანი" - დაკავშირებულ საკვლევ საკითხთა შორისაა მისი გმირების სახელები, ვინაობა და მათი მიმართება ავტორთან. ამათგან ჩემი ყურადღება მიიპყრო მთავარი გმირის სახელმა - ტარიელ. მას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ზემოდასახელებული ორი საკითხის გარკვევისთვისაც... |
|
2002 ნომერი 6 შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: მედეა შამუგია |
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, რომელიც 70 წელი გაგრძელდა. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა... ამ პერიოდში რაიმე ეროვნულის წინ წამოწევა ნაციონალიზმად ინათლებოდა და განიცდიდა სასტიკ დისკრიმინაციას, რაც ხორციელდებოდა საქართველოს რუსეთთან ასიმილირების მაქსიმალური ცდის ფონზე. სისტემატურ შევიწროვებას განიცდიდა ქართული ენა, ეკლესია... |