ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2014 ნომერი 25

25 ნომრის დამატება: წმინდა გიორგი - დიდების მხედარი

შეტანის თარიღი: 2014-11-12

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

X-XI ს.ს-ებში, ქართულ იკონოგრაფიაში ფართოდ მკვიდრდება და ვრცელდება სწორედ ეს მოტივი - წმინდა გიორგი შუბით განგმირავს რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ამ პერიოდის ხატებზე, სახელისულფებო საიმპერატორო გვირგვინით დამშვენებული და სამეფო შესამოსელში გამოწყობილი დიოკლეტიანე, წმინდა მხედრის ფერხთით არის გართხმული და შუბით განიგმირება. მიჩნეულია, რომ ხსენებული მოტივი, მთელს ქრისტიანულ სამყაროში, მხოლოდ ქართული იკონოგრაფიისთვის დამახასიათებელი სიუჟეტია, რომელიც, განსაკუთრებული ინტესივობით, ერთ განსაზღვრულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში, კერძოდ კი X-XI საუკუნებში იკიდებს ფეხს.



2014 ნომერი 25

ნიკო იაკობის-ძე მარის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად

შეტანის თარიღი: 2014-02-27

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

წელს, დეკემბერში, სრულდება 150 წელი დიდი ქართველი ენათმეცნიერის, კავკასიოლოგის, ფილოლოგის, ორიენტალისტის, არქეოლოგის, კულტურის ისტორიკოსის ნიკო მარის დაბადებიდან



2014 ნომერი 25

საზოგადოებრივი აზრის მართვის ერთი ნიმუშის გააზრებისათვის

შეტანის თარიღი: 2014-02-27

ავტორ(ებ)ი: ლანა წულაია

ნაშრომში განხილულია დემოკრატიაზე გარდამავალი საზოგადოების განვითარებაში პოლიტიკური პროცესების როლი და ადგილი. დასაბუთებულია სოციალურ-კულტურული და ინსტიტუციონალური საფუძვლების ურთიერთდამოკიდებული და განმსაზღვრელი ხასიათის პოლიტიკური პროცესი. გააზრებულია პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური გამოცდილება და მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართებაში, კომუნიკაცია და პოლიტიკური სისტემები. განსაზღვრულია პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც წარმოადგენს ინდივიდების, სოციალური ჯგუფების განზოგადოებული პოლიტიკური ცნობიერიბის ფორმას, რომლის საფუძველია პოლიტიკური ხასიათის იდეების, კონცეფციების და დოქტრინების ერთობლიობა. პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველზე მყარდება პოლიტიკური ურთიერთობები საზოგადოების შემადგენელ სუბიექტებს შორის და ფუნქციონირებს შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტები.



2014 ნომერი 25

რიტუალების სასახლე თბილისში

შეტანის თარიღი: 2014-02-27

ავტორ(ებ)ი: მარი ჯანიბეგაშვილი

სამაგისტრო ნაშრომის კვლევის საგანია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი მონაკვეთი, კერძოდ 70-ანი წლების შუახანებიდან 80-ანი წლების შუახანებამდე. ნაშრომში ერთი არქიტექტურული ნიმუშის საფუძველზე განხილულია იმ პერიოდში საქართველოში მიმდინარე საზოგადიებრივი, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცალკეული მომენტები. ნაჩვენებია იმ პერიოდის პარტიული დიქტატის რეჟიმში, თუ როგორ ხდებოდა გარკვეულ ღირებულებათა ტრანსფორმაცია და ახალი საბჭოთა ღირებულებების დანერგვა. "თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის" მაგალითზე განხილულია ისეთი თემები როგორიცაა: ე.წ. "მავნე ტრადიციების და გადმონაშთების" წინააღმდეგ ბრძოლა, "ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური“ ღირებულებების დამკვიდრების მიზნით ტრადიციულად ჩამოყალიბებული ღირებულების უარყოფა, ე.წ. "ახალი ადამიანის“ ფორმირება და ძველი დღესასწაულების ახლით ჩანაცვლება.



1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade