ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2008 ნომერი 20

ოცი წლის წინ

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

თამად შეიძლება ითქვას, რომ 1988 წლის ნოემბერი ერთერთი ნიშანსვეტია ქართველი ერის უახლეს ისტორიაში. ამ პერიოდიდან განსაკუთრებით აღზევდა ეროვნული მოძრაობა, რომელიც ჯგუფურ-დისიდენტური ჩარჩოებიდან გამოვიდა და საერთო სახალხო მოძრაობად იქცა; ამან, თავისმხრივ, დიდწილად განაპირობა კიდეც ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა.



2008 ნომერი 20

თბილისის ქვაბულის პალეოგეოგრაფია

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე

მუხათგვერდის ვიწრობსა (ზემო ავჭალა) და თელეთის ქედის აღმოს. დაბოლოებას (ფონიჭალა) შორის მდებარე თბილისის ქვაბულის უდიდესი ნაწილი, მეოთხეულ პერიოდში, მდ. მტკვრის ეროზიულ-აკუმულაციური მოქმედებით არის წარმოქმნილი. ამას მოწმობს აღნიშნული ქვაბულის საზღვრებში მდ. მტკვრის სხვადასხვა ასაკის ტერასების საფეხურებრივად განლაგების ფაქტი.



2008 ნომერი 20

პეიზაჟი კორნელი სანაძის შემოქმედებაში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლელა მიქაბერიძე

ნაშრომი ეხება ქართველი ფერმწერის კორნელი სანაძის მრავალმხრივ შემოქმედებას, ამჯერად პეიზაჟის დარგში, მისი ფერწერული ღირებულებების და ოსტატობის გამოვლენის ასპექტებს, რომელსაც მხატვრის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს. ეს გამოიხატება ამ ჟანრის ნამუშევრების სიმრავლითაც და მათი შესრულების ხარისხითაც.



2008 ნომერი 20

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს სადაზვერვო საქმიანობა კავკასიაში 1900-იან-1910-იან წლებში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

ევროპის ახალ და უახლეს ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან, არც თუ იშვიათად კი, გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურები.
ამ ტენდენციამ გამოკვეთილი სახე მიიღო XX საუკუნის დამდეგიდანვე. აღსანიშნავია თუნდაც ის ფაქტი, რომ გარკვეული პირველწყაროების მონაცემებით, ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგ ფერდინანდზე თავდასხმა 1913-1914 წლებში დაიგეგმა სერბეთის გენშტაბის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ დრაგუტინ დმიტრიევის თაოსნობით.



1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade