ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2022 ნომერი 36

დაპირისპირებანი კავკასიელ ხანებს შორის 1768-1774 წლებში და ერეკლე II

შეტანის თარიღი: 2022-09-22

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

1768 წელს ყუბის ხანმა ფათალიმ შაქის ხან ჰუსეინთან ერთად აიღო შემახა. თუმცა მან მალევე სცადა შაქის სახანოს დამორჩილებაც. ამ მიზნით ფათალი ხანმა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს და ყარაბაღის იბრაჰიმ ხანს შესთავაზა შაქი სახანოს წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობა. მაგრამ მათი თანხმობა ვერ მიიღო. თავის მხრივ შაქის ხანმა დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. მეფემ ფათალი ხანს მოსთხოვა, რომ იგი შერიგებულიყო შაქის ხანთან და ჰუსეინ ხანისათვის სამხედრო დახმარების გაწევით დაიმუქრა.



2022 ნომერი 36

თანამედროვე ქართული ეროვნული მოძრაობა და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ქართული არაფორმალური პრესის მიხედვით

შეტანის თარიღი: 2022-09-22

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ვფიქრობთ, ისტორიაში შემთხვევით არაფერი ხდება და საქართველოში ჩამოწოლილი "დიდი ღამის" შემამზადებელი გარემოებანი საბჭოური ლოგიკის ულოგიკო ფორმატში, თავის-თავად, ყოველგვარი გადამეტების გარეშე ჯდება. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა საქართველოს ისტორიული კრახის შემდეგ, კომუნისტებმა საქართველოში თავიანთი ქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა რადიკალურად შესცვალეს - გარეგნულად სიმართლისა და სამართლიანობის უპირველეს მაძიებლებად გამოაცხადეს თავი.



2022 ნომერი 36

შუა საუკუნეების ქართველი ინტელექტუალები

შეტანის თარიღი: 2022-09-22

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ეს სტატია ეძღვნება შუა საუკუნეების საქართველოს ინტელექტუალურ ისტორიას. ისტორიულად ქართველი ინტელექტუალების მოღვაწეობა სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს. პირველი პერიოდი V-X საუკუნეების ეპოქაა. ამ დროს ძირითადად აგიოგრაფიული ლიტერატურა ახასიათებს. მეორე პერიოდს შეიძლება მივაკუთვნოთ XI-XIII სს. ანუ პერიოდი, როდესაც ჩამოყალიბდა და არსებობდა ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობა. მესამე პერიოდი XIII-XVI სს-ის შუა ხანებია. ჩვენამდე მხოლოდ ორი მატიანეა მოღწეული - „საუკუნოვანი მატიანე“ და „ერისთავის ძეგლი“. ორი კანონის კოდექსი გამოვიდა. საერო ლიტერატურა წარმოდგენილია მხოლოდ ეპოსით „როსტომიანი“.



2022 ნომერი 36

სომხეთის შუა საუკუნეების სახელმწიფოებრიობა: ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის

შეტანის თარიღი: 2022-09-22

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ეს სტატია ეძღვნება სომხეთის სახელმწიფოებრიობის ისტორიას V-XIV საუკუნეებში. რომის იმპერიასა და ერანშაჰრს შორის სომხეთის გაყოფის შედეგად 387 წელს სომხეთს ფაქტობრივად ჩამოერთვა სახელმწიფოებრიობა, თუმცა დასავლეთ სომხეთში არშაკუნის ძალაუფლება არსებობდა 389 წლამდე, ხოლო პარსააიკში 420 წლამდე.



1 | 2 | 3 | դ | գ
Powered by BootstrapMade