ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2018 ნომერი 31

საქართველოს სანაპირო ზონის დინამიკა ჰოლოცენის მეორე ნახევარში

შეტანის თარიღი: 2018-09-24

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე, ნინო ჩიხრაძე, თამარ ჯანელიძე

მორფოგენეტურ ფაქტორებს შორის, რომლებმაც ზღვის საშუალო დონის ცვალებადობის რეჟიმთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თანამედროვე ზღვის სანაპირო ზონის და მასთან უშუალოდ მიმდებარე ხმელეთის რელიეფის ჩამოყალიბებაში, აღსანიშნავია სანაპირო ხაზის გასწვრივ გამოვლენილი ალუვიური, ალუვიურ-ჭაობური და ჭაობური სედიმენტაციის, ჰიდროდინამიკური (ზვირთცემა, ტალღური დინებები და სხვა) და ლითოდინამიკური (მყარი ნატანის გადანაწილება სანაპირო ხაზის გასწვრივ და სხვა) პროცესების განვითარება.



2018 ნომერი 31

პოლიტიკური და კონფესიური პროცესები ავარეთში: სარირიდან და დიდოეთიდან ავარეთის სახანომდე

შეტანის თარიღი: 2018-09-24

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ჩრდილო კავკასიის ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო ასპექტია სარირისა და ხუნძახის სანუცლოს (ავართა სახელმწიფოს) ისტორია. ასევე მნიშვნელოვანია დიდოეთის ისტორიის შესწავლა. ამ სახელმწიფოთა ისტორია შედარებით ნაკლებადაა გაშუქებული ხაზართა ხაკანატისა და კავკასიის ალანიის შესწავლის ფონზე.



2018 ნომერი 31

ს. ბურნაშევის ნაშრომი "საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოების პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა" როგორც საისტორიო წყარო საქართველოს ისტორიისათვის

შეტანის თარიღი: 2018-09-24

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

პოლკოვნიკი ს. ბურნაშევი 1783-1787 წლებში იყო ეკატერინე II-ის წარმომადგენელი ქართველი მეფეების, ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის კარზე. აქ იგი ერთმანეთს უთავსებდა პოლიტიკურ და სამხედრო საქმიანობას.



2018 ნომერი 31

ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის

შეტანის თარიღი: 2018-09-24

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

თუ ნაზარლების სამლოცველოში დაუნჯებული "ხატის" განძში შემავალი სხვასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ხასიათს გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია გარკვეული პარალელების გავლება ქართულ (ზოგადკავკასიურ) ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულ ელემენტებსა და არქეოლოგიურ არტეფაქტებს შორის.



1 | 2 | 3 | դ | գ
Powered by BootstrapMade