ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2005 ნომერი 13

ერთი ხელნაწერის წარმომავლობისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: თამარ ცოფურაშვილი

431 წელს ეფესოში ჩატარდა III მსოფლიო კრება, რომელმაც განკვეთა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი და მისი მოძღვრება მწვალებლობად გამოაცხადა. ამ მოვლენას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირება ანტიოქიურ და ალექსანდრიულ ეკლესიებს შორის, რომელიც ზემოხსენებული კრებით დაგვირგვინდა. კირილე ალექსანდრიელი, თეოდოტი ანკვირელი, პროკლე კიზიკიელი, თეოდორიტე კვირელი და თავად ნესტორი- აი, იმ საეკლესიო მოღვაწეთა არასრული სია, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ეფესოს კრებასთან დაკავშირებულ მოვლენებში და, რომელთა თხზულებებმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიო ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში.



2005 ნომერი 13

სომეხთა ეროვნული საბჭოს საქმიანობის ასპექტები საქართველოში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ეკა კვაჭანტირაძე

1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური კონტრრევოლუციური გადატრიალების შემდეგ უფლებამოსილება დაკარგა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანომ – ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა (ოზაკომმა). სამხრეთ კავკასიის ეროვნულმა ძალებმა დაიწყეს ზრუნვა პოლიტიკური თავისუფლებისათვის, ლეგალური ხელისუფლების ორგანოების ფორმირებისათვის, რის გამოხატულებასაც ეროვნული საბჭოების შექმნა წარმოადგენდა.



2005 ნომერი 13

კავკასიის ხალხთა ერთობის საკითხის ისტორიისათვის

შეტანის თარიღი: 2009-12-05

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

კავკასია ოდითგანვე წარმოადგენდა ერთიან, მონათესავე ტომებით (იბერიულ-კავკასიური ტომები) დასახლებულ გეოპოლიტიკურ რეგიონს. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართულ საისტორიო-ჟამთაღმწერლობით თხზულებათა უპირველესი კრებული "ქართლის ცხოვრება" კავკასიის მოსახლე ტომებს მოიხსენიებს შემდეგი სახელებით: "კავკასნი", "შვილნი კავკასისნი", "ნათესავნი კავკასისნი", "ყოველნი კავკასიის ნათესავნი" და ა.შ.



2005 ნომერი 13

ეროვნულ უმცირესობებს შორის ურთიერთობის პრობლემები საქართველოში XX საუკუნის 80-90-იან წლებში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ქეთევან აბულაძე

კავკასია უძველესი დროიდან ეთნიკურად და რელიგიურად ჭრელ რეგიონს წარმოადგენდა. ერთა შორის ურთიერთობები დღეს არანაკლებ აღელვებს ჩვენს საზოგადოებას, ვიდრე ეკონომიკური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული თუ სხვა პრობლემები.
საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობანი. ეროვნულ უმცირესობაში იგულისხმება ეროვნება, რომელიც ცხოვრობს სხვა ერის ტერიტორიაზე და შეადგენს უმცირესობას ადგილობრივ (აბორიგენ) მოსახლეობასთან შედარებით.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade