|
2006 ნომერი 16 უცნობი მონასტრის წესდების ერთი ტერმინის წაკითხვისათვის შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ნინო თორთლაძე |
ქვემო ქართლის ერთ-ერთი მონასტრის ტიპიკონის ტექსტის ფრაგმენტი პირველად 1914 წ. გამოაქვეყნა სარგის კაკაბაძემ. ჩვენამდე საბუთმა სწორედ ამ გამოცემის სახით მოაღწია. ამავე გამოცემის მიხედვით ეს ძეგლი ხელმეორედ 1970 წ. დაბეჭდა ი. დოლიძემ. ხელნაწერი, რომელიც ძლიერ დაზიანებული ყოფილა, ს. კაკაბაძემ გამოაქვეყნა შეუცვლელად, იმ სახით, როგორც შეძლო მისი ამოკითხვა. |
|
2006 ნომერი 16 ასურელი მამები და სამონასტრო ორგანიზაცია საქართველოში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
ქართლის სამეფოში VI ს-ის 30-იან წლებში გამომგზავრებულმა ბერთა მცირე ჯგუფმა, რომელიც ქართულ სამწერლობო ტრადიციაში "ათცამეტი ასურელი მამის" სახელით არის ცნობილი, უაღრესად ღრმა კვალი დატოვა საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. მათი თავდაუზოგავი გარჯა მიმართული იყო ქრისტიანული სარწმუნოების დანერგვისა და განმტკიცებისაკენ. |
|
2006 ნომერი 16 სირიელ მამათა მოღვაწეობის მნიშვნელობისათვის შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
მძიმე მდგომარეობამ, რომელიც VI საუკუნის დასაწყისიდან აისახა ქართული საზოგადოების განვითარების ყველა სფეროზე, ქვეყანა არსებობის ზღვარზე დააყენა.
|
|
2006 ნომერი 16 ქალაქი ჟინვანი და დარიალის საუღელტეხილო მაგისტრალი შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: კახი წერეთელი |
შუა საუკუნეების ქალაქ ჟინვანის წარმოშობის დროისა და მიზეზის საკითხთა განხილვისას, როგორც წესი, ყურადღება მახვილდება XII ს. საქართველოს სახელმწიფოებრივ ძლიერებაზე, რასაც შედეგად მოჰყვა სტრატეგიული თვალსაზრისით მუდამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე დარიალის საუღელტეხილო გზაზე კონტროლის განახლება და ამ გზის მეშვეობით იმიერკავკასიასთან ინტენსიური სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. |