ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2007 ნომერი 17

ჯვარ-ხატებთან დაკავშირებული გადმოცემები და რიტუალები პანკისის ხეობაში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ხვთისო მამისიმედიშვილი

საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ, პანკისში ჩამოსახლებამ, ქისტების, ოსების, აგრეთვე ფშავლებისა და თუშების ყოფით კულტურასა და ზეპირსიტყვიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მათ ფოლკლორულ რეპერტუარში ზოგიერთი ჟანრი საერთოდ გაქრა. მაგალითად, პანკისელი ფშავლების ზეპირ გადმოცემებში ღვთისშვილებისა და დევ-კერპთა ბრძოლის ამსახველი სიუჟეტები თითქმის დავიწყებას მიეცა.



2007 ნომერი 17

ბრინჯაოს ჯვრის წარწერიანი ფრაგმენტი ვანის ნაქალაქარიდან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნათია დარსალია

ვანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დღემდე მოღწეული ქრისტიანული ხანის ისტორიული ძეგლები (ნაეკლესიარები, ნაციხარები) და არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილი მრავალფეროვანი მასალა (სამარხები, არქიტექტურული დეტალები, ეპიგრაფიკული ძეგლები, კერამიკული ნაწარმი, მონეტები და სხვ.) გვავარაუდებინებს, რომ ეს რეგიონი შუასაუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან "ქვეყანას" წარმოადგენდა.



2007 ნომერი 17

არქეოლოგიური სამუშაოები ნაზარლების ნაქალაქარზე და სამაროვანზე (2007 წ-ის გაზაფხული)

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: კიაზო ფიცხელაური, ვაჟა ვარაზაშვილი, პაატა ბუხრაშვილი, კოტე ფიცხელაური

ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში ურარტუს სახელმწიფოს ძლევამოსილმა არმიამ, რომელმაც წინა აზიის დიდი ნაწილი დაიპყრო, სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მის განაპირა რეგიონამდე მოაღწია. უფრო ღრმად მათი კვალი არ არის დაფიქსირებული, თითო ოროლა უმნიშვნელო ნივთის აღმოჩენის გარდა.



2007 ნომერი 17

გომარეთის მეგალითური დასახლების განაშენიანებისა და სამშენებლო ტექნოლოგიის საკითხები

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: გურამ ყიფიანი

ეს დასახლება განფენილია მკვეთრად დაქანებული ტყიანი კბოდეს ძირში, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე და გრძივად მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ.
არქეოლოგიური დაზვერვის ზოგადი მონაცემებით (რაც კვლევის ამ საფეხურზე დიდად ჭირს, დასახლებაზე განვითარებული უღრანი ტყის გამო), მისი ფართობი 4-5 ჰა-ს უნდა მოიცავდეს.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | դ | գ
Powered by BootstrapMade