ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2008 ნომერი 19

ნაციონალიზმი საქართველოში პოლიტიკური ანთროპოლოგიის პერსპექტივიდან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მაია რაზმაძე

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს ნაციონალიზმის მნიშვნელობას, მის გამოვლინებებს და მის როლს საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ზოგადად, ყოფილ საბჭოთა კავშირში და კერძოდ საბჭოთა საქართველოში. ნაციონალიზმი გამოიხატებოდა სხვადასხვა სახით და თამაშობდა გარკვეულწილად მნიშვნელოვან როლს როგორც პოლიტიკურ და ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.



2008 ნომერი 19

ექიმი დავით დიმიტრის ძე მგელაძე

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მარინე ბულეიშვილი

ისეთ ღვაწლმოსილ და კეთილშობილ პიროვნებათა ხსოვნა, როგორიც იყო ექიმი დავით დიმიტრის ძე მგელაძე, არ უნდა წაიშალოს საზოგადოების მეხსიერებიდან.
დავით მგელაძე დაიბადა 1876 წლის 8 მაისს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ლესაში აზნაურის ოჯახში. მან მეტად საინტერესო და ხიფათით აღსავსე ცხოვრება განვლო.



2008 ნომერი 19

ბარბარე ყიფიანის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის 1910-იანი წლების პირველ ნახევარში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

1900-იანი წლების მეორე ნახევრიდან ბელგიაში ფართო სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, დიდი მამულიშვილის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ბარბარე ყიფიანი (1879-1965), რომლის მამა, ცნობილი კულტუროლოგი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი ნიკოლოზ ყიფიანი (1846-1905) 1890-1905 წლებში ბრიუსელის უნივერსიტეტის სიტყვიერების პროფესორი იყო.



2008 ნომერი 19

ქრისტეფორე რაჭველიშვილის ბიოგრაფიისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი 1937 წელს კომუნისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილი თვალსაჩინო მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ქრისტეფორე რაჭველიშვილის (1894-1937) სახელი. მას იცნობენ, როგორც შესანიშნავ ისტორიკოსსა და ფილოლოგს, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე შექმნილი შესანიშნავი ნაშრომების ავტორს, ნიჭიერ პუბლიცისტს და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიის მკვლევარს.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | դ | գ
Powered by BootstrapMade