|
2008 ნომერი 19 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მაია ბარიხაშვილი |
ნაშრომში შესწავლილია აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. ამ კუთხით რამდენიმე გარემოების გამო ჰერეთის ქართველების მდგომარეობა არ გავქვს განხილული. აღნიშნულ პერიოდში ისტორიული ზაქათლის ოლქი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არ შედიოდა. იგი საქართველოს შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა რუსეთის იმპერიაში. |
|
2008 ნომერი 19 ისტორიული მეხსიერება და მისი შესწავლის ძირითადი ტენდენციები შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ეკა კვაჭანტირაძე |
ისტორია ესაა კაცობრიობის ცოცხალი მეხსიერება, მეხსიერების ხელოვნება. ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულზე ინფორმაციათა ერთობლიობა, არამედ წარსულის მიზანმიმართული გააზრება, რომელიც მნიშვნელოვანია ცალკეული ინდივიდის თუ საზოგადოებისათვის. ისტორიული მეხსიერების სტრუქტურის მთავარი შემადგენელი ელემენტია ინდივიდის ან სოციუმის თვითიდენტობის მოთხოვნილება, რის გამოც დროის სხვადასხვა პერიოდში აქტუალური ხდება წარსულის გამოცდილების მხოლოდ ესა თუ ის მომენტი და არა მთლიანად წარსული. |
|
2008 ნომერი 19 ზედაზნის მონასტრის დაარსების ისტორიიდან და მისი სახელწოდების შესახებ შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
535 წლისათვის "წინამძღრობითა სულისა წმიდისაითა" ქართველთ სამკვიდროში მონაზონთა მცირე გუნდთან ერთად შემოაბიჯა ამ დროისათვის თავის ქვეყანაში უკვე სახელგანთქმულმა ასკეტმა, "ასურით აღმომზენმა" მამა იოანემ. ასურეთიდან ქართლში გამომგზავრების გამო იგი შედარებულია ბიბლიურ მამათმთავარ აბრაამთან, რომელმაც უფლის მოწოდებით დატოვა ძველი საცხოვრისი და აღთქმული ქვეყნისკენ გაემართა. |
|
2008 ნომერი 19 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
პერიოდი, რომელიც ასურელ მოღვაწეთა ქართლში მობრძანებას ემთხვევა, საქართველოსათვის ძნელბედითი და კატაკლიზმებით სავსე იყო: "ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, მოაოხრეს ქართლი და რანი, ხოლო ფარსმან მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთ მეფისაგან, რათა არა მოაოხრნეს ეკლესიანი და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა, რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნენ ... ვერ შემძლებელ იყვნეს შეწევნად ქართველთა..." |