ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2009 ნომერი 21

ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის "თეთრი გიორგი"-ს ისტორიისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

1924 წლის ნოემბერში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა თაოსნობით, პარიზში საფუძველი ჩაეყარა ახალ ეროვნულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც თავდაპირველად უწოდეს "მომავალი". მისი მიზანი გახლდათ საქართველოს ბოლშევიკური იმპერიის მარწუხებიდან დასახსნელად პატრიოტულად განწყობილი ქართული ახალგაზრდული ემიგრანტული ძალების კონსოლიდაცია.
ორგანიზაციის შექმნიდან მცირე ხნის შემდეგ მოხდა ძვრები, რომელთა წყალობით იგი იქცა არა მხოლოდ ახალგაზრდული ფრთის, არამედ მთლიანად — ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საერთო ეროვნულ პოლიტიკურ გაერთიანებად. ყოველივე ამის შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი.



2009 ნომერი 21

საბჭოთა სარწმუნოებრივი პოლიტიკის ევოლუციის ისტორიიდან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მიხეილ ქართველიშვილი

თანამედროვე ეტაპზე დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება საბჭოთა კავშირის ისტორიული წარსულის სიღრმისეული მეცნიერულ გააზრებას, რადგან სრულიად აშკარაა, რომ ამ უკანასკნელზე დიდწილადაა დამოკიდებული სახელმწიფოებრივი განვითარების დღევანდელი ვითარების ობიექტური ანალიზი და სამომავლო პერსპექტივების მეტ-ნაკლები სიზუსტით დასახვა. ზემოაღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საბჭოთა სარწმუნოებრივი პოლიტიკა, რომლის მაღალპროფესიულ გაანალიზებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.



2009 ნომერი 21

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეებთან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ეთერ ბოკელავაძე

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს უძველეს მართლმადიდებლურ ეკლესიათა რიცხვს განეკუთვნება. ქრისტიანული ეკლესიის ფორმირება თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრე შუასაუკუნეებიდან დაიწყო, თუმცა ისტორიული კატაკლიზმების შედეგად, მისი თვითმოწესეობის დაკანონება მხოლოდ გასული საუკუნის 20-ან წლებში, ბერატის საეკლესიო კრების (1922 წ.) დადგენილებათა საფუძველზე იქნა მიღწეული. თანამედროვე ეტაპზე კი, ალბანეთის ეკლესიას მართლმადიდებლურ დიპტიხში მეცამეტე ადგილი აქვს მინიჭებული პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ.



2009 ნომერი 21

საქართველოსა და ალექსანდრიის საპატრიარქოები მსოფლიოში მშვიდობის აღდგენისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ეთერ ბოკელავაძე

საქართველოსა და ალექსანდრიის მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიათა ურთიერთობებს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და ისტორია აქვთ. ადრე შუასაუკუნეებიდან (IV-V სს) დაწყებული საეკლესიო კონტაქტები, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანულ სამყაროში ასკეტიზმისა და ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტის გავრცელებასთან იყო დაკავშირებული, ინტენსიური გახდა განვითარებულ შუა საუკუნეებში, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში (მხედველობაში გვაქვს როგორც ნარატიული, ისე ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასიათის ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულებები, სადაც ნათლად იგრძნობა ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლის ტრადიციები) წმინდა მოციქულების — ანდრია და მარკოზის საყდართა დაახლოებას ხელს უწყობდა აღმოსავლურ-ქრისტიანული ეკლესიისთვის სახასიათო ფაქტორი — ღრმა ასკეტიზმი და მაღალი თეოლოგიური მეცნიერება.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | դ | գ
Powered by BootstrapMade