ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2009 ნომერი 21

საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარები ქუთაისის მაზრაში 1921 წელს

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნინო ვაშაყმაძე

მარქსისტული მეთოდოლოგიისა და საბჭოთა იდეოლოგიური წნეხისგან განთავისუფლების შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალი ნაშრომი შეიქმნა ისტორიის ე.წ. "თეთრი ლაქების" შესავსებად, მოვლენების გაანალიზებისას ტენდენციურობისაგან თავისუფალი, ობიექტური სურათის დასახატად.
არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გამოკვლევები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) დაპყრობას უცხო ძალის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობას ეხება. ეს საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა კუთხით და საკმაოდ ფართო სპექტრით არის განხილული.
ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთ კონკრეტულ რეგიონში, ქუთაისის მაზრაში ბოლშევიკური რუსეთის ჯარების შემოსვლის შემდეგ პოლიტიკური სისტემის შეცვლის პირველ დღეებში არსებულმა ვითარებამ, საოკუპაციო ჯარების ქმედებებმა და მათმა ურთიერთობამ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან — რევკომებთან.



2009 ნომერი 21

სოციალიზმის იდეა არჩილ ჯორჯაძესთან 1905-1907 წლებში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მაია გოგიბერიძე

სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია ჩამოყალიბდა XIX-XX სს. მიჯნაზე. ეს ის პერიოდია, როცა საგრძნობლად დაჩქარდა კაპიტალიზმის განვითარება და ამის შედეგად საგრძნობი ცვლილებები მოხდა საქართველოს ეკონომიკაში, შესაბამისად მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურაში, კლასთა ურთიერთობასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში.
1905-1907 წლების რევოლუციების ხანაში სოციალისტ-ფედერალისტებმა გაცილებით მეტი ყურადღება მიაქციეს მუშათა საკითხს, მაღალი შეფასება მისცეს პროლეტარიატის ბრძოლას პოლიტიკური და სოციალური თავისუფლების მოპოვებისათვის.



2009 ნომერი 21

გერმანია 1914 წლის ქართული პრესის ფურცლებზე

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მაია მაჭავარიანი

ჩვენი კვლევის ობიექტი — არის შეფასება 1914 წლის ქართული პრესის იმ მასალებისა, რომლებშიც გაშუქებულია I მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე გერმანიის, როგორც ომის ერთ-ერთი წამომწყები ქვეყნის ისტორიული წარსული, მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო მდგომარეობა და მათგან გამომდინარე საერთაშორისო პროცესები. ამ შეფასებებზე დაყრდნობით თავად ქართული პრესის ანალიზი და მისი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.



2009 ნომერი 21

ათონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი და ლაზარეს ანდერძი გალესიოსის მთიდან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ხათუნა თოდაძე

ათონის მთაზე პირველი ქრისტიანი მოწესეები VIII-IX საუკუნეებიდან ჩანან. X საუკუნის ბოლოსათვის იქ ბერძნული მონასტრების ცენტრმაც გადაინაცვლა. X საუკუნის მეორე ნახევრიდან ბიზანტიის სახელმწიფოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო წრეებში ქართველები მრავლად გამოჩნდნენ. რასაკვირველია, მათ ათონზეც დაიწყეს დამკვიდრება. თავდაპირველად ბერძენთა სადგომს შეაფარეს თავი.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | դ | գ
Powered by BootstrapMade